LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სწავლობს

65

თბილისში ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის მასალების მომზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელი ჟურნალისტები თბილისს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, „ისრაელის სახლისა“ და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ორგანიზებით ეწვივნენ. პრესტურში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი გამოცემებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, როგორიცაა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე საინფორმაციო სააგენტო YNET, ISRAEL HAYOM, MASA ACHER, NEWS, WALLA, PASSPORT NEWS, NEWS OF TOURISM, MAKO და სხვ.

ისრაელელი ჟურნალისტები პირველ შეხვედრას დღეს, 15:00 საათზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და „ისრაელის სახლში“ გამართავენ, სადაც ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე ისაუბრებს ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობებსა და პოტენციალზე.

ღონისძიებას დაესწრება, აგრეთვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც მედიატურის მონაწილეებისთვის გამართავს პრეზენტაციას, თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი – 2017“. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ისრაელში საქართველოს პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის სააგენტოს აქტიურ მუშაობას.

მომდევნო დღეებში კი ისრაელელი ჟურნალისტები მოინახულებენ საქართველოს რეგიონებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები