LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერმინისტრი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება

40

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღეს სოჭში შეხვედრას გამართავს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სირიაში ირანის სამხედრო ყოფნის გაძლიერების მცდელობას განვიხილავ. ეს ირანის აგრესიას ცხადყოფს, რომელიც არ შემცირებულა. ეს პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ყველა ქვეყნისთვის და სრულიად მსოფლიოსთვის, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, პუტინი და ნეთანიაჰუ განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას, სირიის საკითხს, ტერორიზმთან ბრძოლას და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებას.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრს თან ახლავს საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ ხელმძღვანელი, იოსი კოენი და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, მეირ ბენ-შაბათი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები