LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიური ფესტივალი 2016“ გაიმართება

44

იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „იტალიური ფესტივალი 2016“ გაიმართება.

იტალიური ფესტივალი 2016“ წელს პირველად იმართება საქართველოში. მისი მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში.

„იტალიურ ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი. საღამოს ფარგლებში გაიმართება ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის და აქსესუარების ჩვენება/პერსორმანსი, რომელიც ხორციელდება საქართველოში მათი ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზია NEW TREND-ის მიერ. ჩვენების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი ALDO COPPOLA. ღონისძიებაზე ასევე სხვა ბრენდების სპეციალური კუთხეები იქნება მოწყობილი.

მოდის ჩვენების შემდგომ გაიმართება გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, რომელიც იტალიის მოდის ნაციონალური აკადემიისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.  აღნიშნული გამოფენა გაიხსნება თბილისში სპეციალურად „იტალიური ფესტივალი 2016“ ფარგლებში  და ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში.

მოწვეულ სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ იტალიური სასმელი და პროდუქტები.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში იტალიური ფესტივალის გახსნის პროცესში ასევე გამოფენილი იქნება ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე.

მუზეუმის შემოსასვლელს, ასევე, დაამშვენებს იტალიური საავტომობილო ბრენდი „ Maserati” –ს მანქანების გამოფენა.

„იტალიური ფესტივალი 2016-ზე“ მოწვეულ სტუმართა შორის არიან  საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის საპატიო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციაბის და მედიის წამომადგენლები.

იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) არის იტალიის სამთავრობო უწყება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Made in Italy-ის პოპულარიზაცია მსოფლიოს მაშტაბით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 2016 წელს, რომლის ამოცანაა იტალურ და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომოკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.

პოპულალურები