LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გამოფენა ”იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” გაიხსნება

51

თბილისში გამოფენა – ”იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” გაიხსნება, რომელსაც ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 19:00 საათზე გაიხსნება. გახსნაზე მიწვეულთა შორის არიან საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოდის სფეროში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიები, საპატიო სტუმრები და ჟურნალისტები.

გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს მიეცემა უკვე 15 ნოემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე.

ორგანიზატორთა ცნობით, გამოფენაზე, რომელიც სტილისა და ელეგანტურობის ისტორიას მოგვითხრობს, წარმოდგენილი იქნება იტალიური შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალური ტანსაცმელი: Valentino, Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce & Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა სახელგანთქმული იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები.

წარმოდგენილი იქნება 70-მდე ექსპონატი.

კომპანია Galgano&Tota-ს მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ ექსპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიისა და უცხოეთის პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოში გამოფენა გაიმართება იტალიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. ღონისძიების სპონსორია ბანკი “ვითიბი”.

magti 5g