LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საჩივარი პროკურატურაში

76

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა და უზენაესი სასამართლოს მიერ აღდგენილმა თანამშრომლებმა უწყების წინააღდეგ პროკურატურას მიმართეს.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე მოითხოვენ, პროკურატურამ გამოიძიოს, თუ რატომ არ ასრულებს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ევალება.

2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4 წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა

პოპულალურები