იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს? ერთმნიშვნელოვნად არა!!! – მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ექსკლუზიური ინტერვიუ

პოპულარული

იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს? ერთმნიშვნელოვნად არა!!! – მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ექსკლუზიური ინტერვიუ

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის განვითარება და მშობლების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევები. ჰიპერატქიულობა, ყურადღების დეფიციტი, ციფრულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება, „შეძენილი აუტიზმი“ და ბულინგი მოზარდებში. ამ თემებზე გადაცემაში რომის ჩვილ იესოს სახელობის პედიატრიული საავადმყოფოს წამყვანმა სპეციალისტებმა ნეიროფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტეფანო ვიკარიმ და აუტიზმის სპექტრის აშლილობების პროგრამის კოოედინატორმა ჯოვანი ვალერიმ ისაუბრეს. ისინი საქართველოში მენტალური ჯანმთელობის ცენტრის მოწვევით იმყოფებოდნენ და პირადად შეხვდნენ ქართველ მშობლებს, ჩაატარეს საინტრესო ვორქშოფი. გადაცემაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეფიალისტმა , ბავშთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა

სტეფანო ვიკარი

რატომ ჩნდება ყურადღების დეფიციტისა და რას გულისხმობს ჰიპერაქტიურობის სინდრომი?

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ხშირი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკიდან და შესაძლოა გაგრძელდეს მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც. ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ავლენს ჰიპერაქტიურობას, იმპულსურობას, უჭირს ლოდინი, რიგის დაცვა, ქვეითდება მისი ადაპტაციური ფუნქციონირება როგორც სკოლაში, ასევე სახლში და ზოგადად სოციუმში, სადაც უწევს ყოფნა.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

რა თქმა უნდა გენეტიკური წინასწარგანწყობა…. ამ ბავშვებს ხშირად ყავთ ბიძა ან მამა, ვისაც აღენიშნება მსგავსი ნიშნები, რადგან ეს დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამრობითი სქესის ადამიანებში. თუმცა, მხოლოდ ეს ვერაფერს ვერ იზამდა, რომ არა ხელშემწყობი გარემო ფაქტორებიც, რომელთა შორის ყველაზე აქტიურად განიხილავენ დღენაკლულობასა და დაბადებისას მცირე წონას.

რატომ ხდება გვიანი დიაგნოსტიკა? 

ჩემი პასუხი იქნება შემდეგი: სპეციალისტებისა და მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ზემოთჩამოთვლილი თვისებები ბავშვებს აღენიშნებათ მხოლოდ დროებით, განვითარების ადრეულ ეტაპზე და შემდგომში ისინი ამ ყველაფერს თავისით გადალახავენ. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე… განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში… თუმცა სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდა, ფასი, რომელიც ამ ბავშვებმა და მათმა გარემოცვამ უნდა გადაიხადოს, გაცილებით მაღალია: ეს არის იზოლაცია თანატოლებისგან, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში… ხანდახან ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად რთულდება მდგომარეობა, ასეთი მოზარდები ნაკლებად ემორჩილებიან სოციალურ წესებს, ხშირია წამალდამოკიდებულების შემთხვევები, ექმნებათ სოციუმში ადეკვატურად ინტეგრაციის პრობლემები, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს პრობლემა შესაძლებელია მარტივად იმართოს მედიკამენტებით და სათანადო მიდგომით…. ( აქვე უნდა არინიშნოს, რომ მედეა ზირაქაშვილის განცხადებით, საქართველოში ამ ტიპის მედიკამენტები რეგისტრირებული არ არის )

მიაკითხეთ სპეციალისტს, მოითხოვეთ დიაგნოზის დასმა, ნუ შეუშინდებით რეალობას, მიიღეთ ზომები მართვის და მკურნალობისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს, გამოსავალი კეთილსაიმედოა. ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას,  განგების ძალებს ან სხვა მსგავსს.

დღეს ჩვენ ვდგვაართ ისეთი მწავე პრობლმემის წინაშე, როგორიცაა აგრესია, და ბულინგი, რა არის ამის მიზეზი

არ ვიცი ამ მხრივ რა ხდება საქართველოში, მაგრამ იტალიაში ეს პრობლემა მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ბევრ სირთულეს გვიქმნის. ამ საკითხთან დაკავშირებით მე რამოდენიმე  ჰიპოთეზა მაქვს: უხშირესად 21-ე საუკუნეში ბავშვები ბებია- ბაბუებთან იზრდებიან. ბებია-ბაბუები კარგი ძიძები არიან ჰიგიენური ნორმების დაცვის და ბავშვების კვებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ნაკლებად უწყობენ ხელს განათლების მიცემას… განათლებას რამოდენიმე მიმართულებით ვგულისხმობ… რაც შეეხება მშობლებს… ისინი გარკვეულწილად საკუთარი დაკავებულობის გამო დანაშაულს გრძნობენ შვილების მიმართ, შესაბამისად უჭირთ გარკვეული წესების შემოღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი აღზრდის პროცესისთვის… მაგალითად, უხშირესად ბავშვი ითხოვს სასურველს, ითხოვს იმპერატიულად, არ ექვემდებარება აკრძალვას, ვერ ითმენს და სასწრაფოდ უნდა სასურველი… დანაშაულის შეგრძნების მქონე მშობლებს უჭირთ ბავშვების ფრუსტრაციის მართვა და იძულებულნი არიან  შეუსრულონ შვილებს ახირებები… ასე ამტკიცებენ ისინი არასასურველ ქცევას. ეს ისე, მაგალითისთვის, თუმცა აუცილებლად მხედველობაში მისაღები აზრია.

ასევეა თანატოლებთან ურთიერთობისასაც. ისინი ექსპერიმენტირებენ ურთიერთობებს… როდესაც იშვიათად აქვთ თანატოლებთან კონტაქტი და გამოცდილებაც დეფიციტურია, სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ სად მთავრდება მათი თავისუფლება და სად იწყება სხვების. მათ არ აქვთ ის სოციალური უნარები, რომლებიც ჭირდებათ ურთიერთობისთვის. ამ დეფიციტის ხელშემწყობი არის მეტი კონტაქტი ვირტუალურ გარემოსთან და არა იმ რეალობასთან, რაც მათ გარშემოა. განსაკუთრებით დიდი საშიშროებაა, თუ ბავშვს უფროსის გვერდის ავლით, მათი კონტროლის გარეშე აქვს წვდომა ელექტრულ მოწყობილობებთან. ბავშვს გარკვეულ ასაკამდე უფროსის გარეშე  არ უნდა ჰქონდეს წვდომა პასიურ აქტივობებზე. ბავშვებს ძალიან უჭირთ განასხვავონ ვირტუალური რეალობა ჭეშმარიტი რეალობისგან… ასევე, შესაძლოა მოექცნენ ძალიან ცუდი მესიჯების გავლენის ქვეშ თუნდაც კანაბიოიდების ადრეულ ასაკში გამოყენების შესახებ. იტალიაში ძალიან გაახალგაზრდავდა მათი გამოყენების ასაკი: 11 წლიდან იწყება და ამ სუბსტანციების გავლენა უმწიფარ ტვინზე ძალიან საშიშია და მკვეთ ქცევის დარღვევებს იწვევს. ჩემი მესიჯი მშობლებისთვის იქნება, რომ მათ მეტი დრო  გაატარონ საკუთარ შვილებთან, რადგან ქცევის დარღვევების მართვის უნიკალური მედიკამენტი არ არსებობს და ყველაზე ეფექტური გზა მხოლოდ მშობლების ფსიქოგანათლების ამაღლება და მათი დატრენინგებაა, თუ როგორ იურთიერთობონ საკუთარ ბავშვთან.

როგორ დაიცვან თავი ბულინგისგან? პირდაპირი გზით: ითხოვონ შველა და დახმარება გარემოსგან, უფროსისგან…

როგორ მოქმდებს მშობლის აღზრდის მეთოდი  ბავშვის თვითშეფასებაზე?

ნაწილობრივ დიახ. ნამდვილად ის დამოკიდებულია ურთიერთობის ფორმაზე მშობლების მხრიდან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ტემპერამენტიც. მე მაგალითად 4 შვილი მყავს, ისინი უკვე ზრდასრულები არიან. ყველა ერთ გარემოში გავზარდე, თუმცა ოთხივე აბსოლუტურად სხვადასხვა პიროვნებაა, თავიანთი ინდივიდუალური  მახასიათებლებით. ერთია გარემო, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს  გენეტიკაც. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თვითონ იცავენ საკუთარ თავს  მშობლების ცუდი აღზრდისგან და იმუშავებენ „კარგ იმუნიტეტს“ მათი გავლენისგან თავდასაცავად (იცინის).

ბოლო დროის ტოპ-შეკითხვაა, იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს?

ერთმნიშვნელოვნად არა!!! ელექტრული მოწყობილებები არ იწვევს აუტიზმს!!! ბავშვი აუტიზმით  იბადება. ეს ფაქტი დასტურდება ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველა წყაროთი. მართალია, ერთი შეხედვით  აუტიზმი ვლინდება მოგვიანებით, განვითარების გარკვეულ ეტაპზე, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ის არის დაბადებისთანავე. ელექტრონული მოწყობილობები უბრალოდ უარყოფითად განამტკიცებს ბავშვის იზოლაციას. ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს და ხელი შეუწყოს იზოლაციას. თუმცა იგივე შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარკვეულ რუტინაზე მიჯაჭვულობამაც, მაგალითად ფაზლების და კუბების განმეორებითად აწყობა არ არის გაჯეტის მოხმარება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი დიდი დოზით რით დაკავდება კუბით, თუ გაჯეტით, მთავარი არსი აქტიური კომუნიკაციის შეზღუდვაა…

ერთი კი უნდა ავღნიშნოთ რომ: ძალიან ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ტელევიზორიდან და კომპიუტერიდან მათმა შვილმა შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ ისწავლოს, მე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას… სწავლების, ენა და მეტყველების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი გახლავთა უშუალო ინტერაქცია და კომუნიკაცია ბავშვთან… ასე, რომ… თუ მშობელს უნდა გააუმჯობესოს მისი შვილის ლინგვისტური უნარები, ყველაზე კარგი საშუალება ამისთვის არის ინტერაქცია ბავშვთან. ესაუბრეთ საკუთარ შვილებს, უკითხეთ წიგნები, მოუყევით ამბები, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც ხდება მის ირგვლივ და რისი დანახვაც შეუძლია. ინტერაქცია და კომუნიკაცია ნებისმიერი განვითარების დარღვევის დროს არის აუცილებელი, თერაპიული და ერთადერთი სწორი გზა თერაპიის პროცესში დასახული მიზნების სწრაფად მისაღწევად.

ჯოვანი ვალერის ინტერვიუ

როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვის განვითარება ელეტქრონული მოწყობილობების გარეშე?

ელექტრონული მოწყობილობები ამ ეტაპზე ჩვენს რეალობაში ჩემთვის 21- საუკუნის განუყოფელ ნაწილად განიხილება. ვერ წარმომიდგენია ბავშვის არსებობა მათ გარეშე. ცალკე კუნძულზე ხომ არ ავღზრდით? თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეფექტურად გამოყენება… არავინ კამათობს, მათი რაციონალურ გამოყენების აუცილებლობაზე: დროის და სივრცის შემცირება გაჯეტთან ერთად… ან მშობელთან ერთად თვალყურის დევნება და  თუნდაც ამ გზით კომუნიკაციისთვის ხელის შეწყობა.

მოსაზრება, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა შესაძლოა გახდეს გარდამხტეხი აუზტისმის სამყაროში…

„ჩვილი იესოს“ სახელობის პედიატრიული საავადმყოფო ერთ-ერთი უდიდესია მთელს ევროპაში, შესაბამისად გვაქვს ასევე დიდი კვლევითი ბაზა. სამეცნიერო-კვლევით ნაწილს დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში… ჩვენ გვქონდა აღნიშნული მეთოდის ეფექტურობის დამტკიცების მცდელობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ კვლევების სერია ჩვენს კლინიკაში ჯერჯერობით კვლავ გრძელდება და მეტი უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია… მესმის მშობლების მცდელობა, მოძებნონ უნიკალური მეთოდი პრობლემის გადასალახად. ასევე, მესმის მშობლების, რომლებსაც ვერ უღიარებიათ აუტიზმი, როგორც თანდაყოლილი დიაგნოზი… რადგან მათ ხომ დაბადებისას ხელში ეჭირათ ტიპური განვითარების ბავშვი, რომელსაც არაფერი ჰქონდა სხვებისგან განსხვავებული… 3 თვის ასაკში უღიმოდა დედას, 12 თვის ასაკში თითქოს რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა და მხოლოდ 14-18 თვიდან დაიწყო მშობელმა შემჩნევა, რომ განვითარებაში რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო… დღესდღეობით აუტიზმის სპექტრი განიხილება, როგორც ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რაც თავის მხრივ ნიშნავს თავის ტვინის ორგანიზების, ნეირონთაშორისი კავშირების დამყარების  პრობლემას. ამიტომაცაა, რომ ადრეული ინტერვენცია, რომელიც ხელს უწყობს ამ ორგანიზების გაუმჯობესებას სტრუქტურულ დონეზე, ძალიან ეფექტურია.

როგორია მძიმე მეტალები და ვაქცინაციის გავლენა აუტიზმის გამოწვევაზე.

ჩვენს კლინიკაში ასევე გვქონდა შესაძლებლობა ჩაგვეტარებინა კვლევები ამ სავარაუდო ეტიოლოგიურ ფაქტორებზე, თუმცა ვერანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ მივაგენით…

ვიმეორებ, აბსოლუტურად მესმის მშობლების, რომლებიც არიან მიზეზების, გამომწვევი ფაქტორების ძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სულ უფრო და უფრო მეტი კვლევით მტკიცდება, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კომპონენტი არის გენეტიკური ფაქტორი, მისი დაჯერება მშობელს უჭირს, რადგან ერთი შეხედვით, დაბადებისას ბავშვი, რომელსაც აუტიზმი აქვს, არ არის რაიმე ატიპური ნიშნის მატარებელი. მაგრამ, მნიშვნელოვანია მშობლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გენეტიკური ფაქტორით განპირობებული პრობლემა სავსებით შესაძლოა გამოვლინდეს შედარებით მოგვიანებით ასაკში, რადგან გენებსაც ჭირდებათ დრო ამოქმედებისთვის.

მე ვმუშაობ კლინიკაში, სადავ წლის განმავლობაში ვხვდები აუტიზმის სპექტრის მქონე 600-700 ბავშვს და მათ შორის ბევრია ბავშვი, რომელსაც ვაქცინაცია არ ჩატარებია და აქვს აუტიზმის ნიშნები. ამ ბავშვებსაც 18 თვის ასაკში ჰქონდათ ისეთივე გამოვლინება, როგორც სხვებს, აცრილებს, რომლებსაც აქვთ აუტიზმი.

ჰომეოპათია და ალტერნატიული თერაპია აუტიზმთან მიმართებაში

მე ვფიქრობ, რომ ექიმებმა პაციენტს ყოველთვის უნდა შესთავაზონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდები. ჰომეოპათიას არ აქვს არანაირი, მტკიცებულებით გამყარებული ეფექტურობის საფუძველი. თუმცა, ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ხანდახან მშობელთან არ ღირს მკვეთრად რადიკალური აკრძალვა თერაპიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი უნდობლობით იმსჭვალებიან… თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ არ დაკარგონ დრო და დაიწყონ მაქსიმალურად ინტენსიური თერაპია, რომელიც ცვლის თავის ტვინის ორგანიზების ხარისხს და მიმართულია არსებული ნიშნების აღმოფხვრისკენ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რჩევები /

|

28 ივნისი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 259693
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 259693
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (259693) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 304197
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-08 17:50:50
                    [post_date_gmt] => 2018-11-08 13:50:50
                    [post_content] => პირით სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბავშვებში, რომელიც ბევრ დაავადებაზე მიუთითებს და ასევე, უამრავი პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის პირის ღრუში. რა უნდა ვიცოდეთ პირით სუნთქვის შესახებ, რატომ ჩნდება შავი ნადები კბილებზე ადრეულ ასაკში, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს და როგორ გავაჩეროთ ცელქი ბავშვები სტომატოლოგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდემტმა, ნინო ბერიძემ ასევე ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდემტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრეს.



ნინო, საუბარი მინდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგების  მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ.  რა მნიშვნელობის იყო ეს კონგრესი, რა ძირითად თემებზე იყო საუბარი?

4 ნოემბერს ჩატარდა  ბავშვთა სტომატოლეგების ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესი საკმაოდ რეზონანსული იყო და მასში 300-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. კონგრესში მონაწილეობნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და  სომხეთიდან. კონგრესის ძირითადი თემა იყო უმტკივნეულო სტომატოლოგია ბავშვებში. მთავარი მომხსენებლის, ოსმან ვერნერის თემა სწორედ ამას ეძღვნებოდა. „ჰიპნოზი ბავშვთა სტომატოლოგიაში", ეს არის უნარი რომლის გამოყენებითაც ექიმს უმარტივდება ბავშვებთან მუშაობა და მასთან კომუნიკაცია და როგორც წესი, წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ვიმსჯელეთ მალხენის გამოყენებაზე ბავშვთა სტომატოლოგიაში და სარძევე კბილების რესტავრაციის თემაზე. მოგეხსენებათ, რომ სარძევე კბილებს არა მარტო მშობლები, ექიმებიც ნაკლებად სერიოზულად უყურებენ. აღმოჩნდა, რომ სარძევე კბილებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია,  მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკური ფუნქციაც. კონგრესზე ასევე განხილული იყო ორსულთა სტომატოლოგიური დაავადებების მენეჯმენტი და სხვა.



ელენე, პირით სუნთქვაზე რომ ვისაუბროთ,  რა მიზეზით შეიძლება ბავშვი პირით სუნთქავდეს და მეორეს მხრივ, რა გართულებები და პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს პირის ღრუში?

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოიმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც პირით სუნთქავენ. ხშირად ეს უბრალოდ ჩვევად მიაჩნიათ და ჩვენ, სტომატოლოგები პაციენტის ვიზიტის დროს აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი პირით სუნთქავს.  ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიები, რესპირატორული დაავადებები, აქვთ ადენოიდები, ტონზილები. პირით სუნთქვა მიეკუთვნება მავნე ჩვევების ჯგუფს. როდესაც პირით სუნთქვის დროს პირი ღიაა, ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით. შედეგად კი, ხდება ყბების არასწორი მიმართულებით ზრდა. უფრო გასაგებას რომ ვთქვათ, ყბები უფრო შევიწროებულია, დარღვეულია როგორც ღეჭვის ფიზიოლოგირი პროცესი, ასევე ყლაპვის. ყლაპვის პროცესის დარღვევა კი იწვევს ენის არსწორ მდებარეობს. ზუსტად ეს აპროვოცირებს იმას, რომ ყბები არასწორად ვითარდება ბავშვებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს. იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ცხვირით სუნთქვა, უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რის გამოც პაციენტი პირით სუნთქავს. მიზეზის მოსაძებნად პაციენტის შესწავლა რენდგენოლოგიურად და კლინიკურად  ხდება და მხოლოდ  კომპლექსური მიდგომით ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა. ოტოლარინგოლოგებისა და ალერგოლოგების მულტიდისციპლინური მიდგომა მნიშვნელოვანია, ადრეულ მომართვიანობას კი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ნინო, რა უარყოფითი გავლენის მოხდება მაწოვარას გამოყენება გვიან ასაკამდე, მაგალითად 3 წლამდე?

ეს ჩვევა მოქმედებს თანკბილვაზე და ყბების ზრდის დეფორმირებას იწვევს. განსაკუთრებით როდესაც  ეს ჩვევა არის ხანგრძლივი. თუ ბავშვს 5 წუთი უდევს მაწოვარა, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ყბების ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ თუ ბავშვს მაწოვარა ღამე, რამდენიმე საათი უდევს გადაბმულად და ხდება მაწოვარას ან თუნდაც თითის წოვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ყბების ანომალიურ ზრდას. თუ ბავშვს მაწოვარას ჩვევა აქვს წელიწად ნახევრამდე, 3 წლამდე პროცესი თვითრეგულაციას განიცდის და ჩვენი დახმარება მას არ სჭირდება. თუ მაწოვარას მოხმარება გრძელდება  3 წლის ზემოთ,  სასურველია ჩავერთოთ სტომატოლოგები. ამ დროს კეთდება სხვადასხვა სახის აპარატები  და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ვწყეტთ, რა არის საუკეთესო ამ პაციენტისთვის. ერთის მხრივ, რომ ბავშვმა  მავნე ჩვევას თავი დაანებოს და მეორეს მხრივ, ყბები ნორმალურ რეჟიმში განვითარდეს.



ელენე, ამბობენ რომ ადრეულ ასაკში შავი ნადები კბილებზე მკურნალობას არ საჭიროებს და გაწმენდამ შესაძლოა ემალის დაზიანებაც კი გამოიწვიოს 

მინანქარს არ აფუჭებს ჰიგიენა, მინანქარს აფუჭებს ის, რომ არ გვაქვს არც პირადი და არც პროფესიული ჰიგიენა. როდესაც ჯაგრისს  აწერია 0-დან 3-წლამდე, ესეიგი იგულისხმება, რომ ამ პერიოდში უნდა გამოვაყენებინოთ და არა 6 და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა. შავ ნადებს იწვევს აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ეს არ არის რომელიმე მინერალის დეფიციტით გამოწვეული. უამრავი მითია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ნადებს ჰელმინთებს უკავშირებენ. შავი ნადების მედიცინური სახელწოდება არის პრისლის ნადები, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურდება იმიტომ, რომ ემთხვევა კბილების ამოჭრას. ის  უნდა მოშორდეს, რადგან ამ ნადებზე ხდება  ბაქტერიული ნადების აკუმულირება და გარშემო ცირკულარულ კარიესებს ვიღებთ. მიზეზი კი ისაა, რომ ნადებმა კბილის მინანქარს დაცვითი მდგომარეობა დაუკარგა. პრისლის ნადები და შავი ნადები ატარებს განმეორებით ხასიათს, მაგრამ ამის მოშორება ყველა ჯერზე აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ შემდეგ შემთხვევაზე ის არის ბევრად ნაკლები. ის რომ ნადებს არ სჭირდება მოშორება, ისეთივე მცდარი მითია, როგორიც მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილს არ ჭირდება მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან პირველადი კონსულტაცია  მოხდეს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.  რეალურად ეს მშობლის დენტალური განათლების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის, კვების და პროფილაქტიკური ვიზიტის  მნიშვნელობის გაზრდას. ხდება მშობლის ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ მისი ბავშვის პირი ღრუ არ იყოს კარიესით დასნებოვნებული ან არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა.

ჩვენ ვაფრთხილებთ მათ მავნე ჩვევებზე ანუ პირველი ვიზიტი ეძღვნება პაციენტის და მშობლის დენტალურ განათლებას. პროფესიული და პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობა დიდია, ასეთ დროს ხდება  პირის ღრუს დათვალიერება. ეს პროცედურა  ბევრად კომფორტულია, რადგან არ არის ტკივილი, ბავშვისთვის სტომატოლოგიური პროცედურა დადებითი პროცესი ხდება და ნეგატივთან არ ასოცირდება.



ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა კარიესის მკურნალობა მაშინ, როდესაც ეს კბილი მაინც ამოსაღებია?

ბუნება ადამიანს შემთხვევით არაფერს აძლევს. იგივეა სარძევე კბილებიც, რომელთაც აქვთ შემდეგი ფუნქციები: ჩაკბეჩა, ღეჭვა, მეტყველება, ყლაპვა და ა.შ. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სარძევე კბილები მუდმივ კბილებს უნახავს ადგილს, რათა მოხდეს მათი ფიზიოლოგიურად ამოჭრა და მუდმივი კბილებისთვის რკალში იდეალური სივრცე იყოს. როდესაც სარძევე კბილი იკარგება ნაადრევად,  მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ და ორთოდონტიულ პრობლემას ვიღებთ, ამ პრობლემებს კი წლები ვუმკლავდებით. ეს არის მშობლის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობის საქმეში. სარძევე კბილებს უნდა გავუფრთხილდეთ იმისათვის, რომ  10-11 წლის შემდეგ ჯანრთელი კბილის ღრუ გვქონეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არ დაემთხვეს ტკივილს. როგორც ნებისმიერი მშობელი ირჩევს პედიატრს დაბადებიდან, იგივენაირად უნდა აირჩიოს ბავშვის სტომატოლოგი და  რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის მას მიმართოს. შედეგად ტკივილთან დაკავშირებული ვიზიტი შეიძლება ბავშვს არც დასჭირდეს. ბევრი რამე მშობელზეა დამოკიდებული და მათ ამაზე დიდი ყურდღება უნდა გაამახვილონ.  დღევანდელი მკურნალობა არ არის დაკავშირებული ტკივილთან, კეთდება ანესთეზია. ხშირად მშობლებს აქვთ ფობიები, ყვებიან ბავშვობაში როგორი მტკივნეული იყო მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტი.  რეალურად კი ბავშვმა, რომელსაც არ ჰქონია შეხება სტომატოლოგთან, არ იცის, რა პროცესია ეს და შესაბამისად არც ეშინია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას შევუქმნით მათ ვიზიტამდე. პროფილაქტიკური ვიზიტები და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. არასწორი ჰიგიენა არის დამღუპველი და დიდ გავლენას ახდენს იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკა ჰქონდეთ.



ელენე, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს კარიესი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მას მომავალში, მუდმივ კბილებზე მიდრეკილება ექნება კარიესისკენ?

ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარიესულ პირის ღრუში, სწორედ კარიესულ ფონზე არ ამოიჭრას მუდმივი კბილები. ხშირად როდესაც არის თანკბილვა და მუდმივი კბილი საღეჭი კბილის უკან ამოიჭრება, მშობლებს ის ისევ სარძევე კბილი გონიათ. აქედან გამომდინარე, კარიესულ პირის ღრუში ამოჭრილი მუდმივი კბილები, 6-8 წლის ასაკში აქტიურად არიან ამ ფლორაში და უყურადღებობის გამო ხდება ამ კბილების გაფუჭება. ამიტომ მუდმივი მეექსვე კბილები ხშირად არიან კარიესული დაზიანებებით. სარძევე კბილების მკურნალობა სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მიზეზი კი არის ის, რომ 5 წლამდე არ მიაჩნდათ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვნად. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვმა კბილების გამოხეხვა 6 წლიდან უნდა დაიწყოს.

პირველი კბილის ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდიდან, მშობლის მიერ ორსულობის დროს  გადატანილი ინფექციები, ბავშვის 2 წლის ასაკამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აისახება კბილების ჩანასახოვან პრობლემებზე. ასევე კბილების მაგარ ქსოვილებზე  ცუდად მოქმედებს ტოქსიკური ორსულობა, მიღებული მედიკამენტები. ხშირად ადრეული კარიესის გამომწვევი მიზეზი კვების რეჟიმია, რაციონში შემავალი დამტკბარი სითხეები,  ნახშირწლების რაოდენობა ახალ ამოჭრილ მინანქარს აზიანებს. პირველი მომართვიანობისას,  როდესაც ხდება მშობლის დენტალური განათლება, მას ვეუბნებით, რომ არ მისცენ ბავშვს დამტკბარი სითხეები მაწოვარით, განსაკუთრებით ღამის საათებში.  ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება  1,5 წლიდან დალიოს ჭიქით,  ეს ხომ სტანდარტულ ყლაპვის ტიპსაც აყალიბებს. დამღუპველია ცმუცნაობები კვებებს შორის, ორცხობილები, საწუწნი კამფეტები, შოკოლადები. ჯამში ამ ყველაფერს ჰიგიენა ვეღარ ერევა. არის შემთხვევები, როდესაც საღამოს ჰიგიენის შემდეგ მშობლები ბავშვებს აძლევენ ორცხობილებს და დამტკბარ რძის ნაწარმს.

ნინო, მიზანშეწონილია თუ არა სარძევე კბილების მოცვლა სახლის პირობებში?

როდესაც სარძევე კბილს ფესვი განლეული აქვს,  მისი ამოღება სახლის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მიმაგრება ღრძილოვან ნაწილზეა, მოცვლა ხშირად ემთხვევა მაგარი საკვების ჩაკბეჩას ან დაღეჭვას და ბავშვები მარტივად იცვლიან ასეთ კბილებს. თუ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი გაწოვილი, ან ის ნახევრამდეა გაწოვილი, მყარად ზის ბუდეში და მისი სახლში ამოღება პრობლემატურია, ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ექსტრაქცია ადგილობრივი ანესთეზიით. ასეთ დროს ჭრილობა ღრმაა და ინფექციის შეტანის ალბათობაც ძალიან დიდია.



 ელენე, რომელი ტკბილეულია უფრო მავნე კბილებისთვის?

თუ ჩვენ ახალშობილ ბავშვს მზის დამცავის გარეშე არ ვსვამთ მზეზე, რატომ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ ჩუპა ჩუპსი,  საწუწნი კარამელის კამფეტი, ჟელიბონები და ის ტკბილეული, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით რჩება პირის ღრუში. ამის გაგება ჩემთვის ცოტა რთულია.

როდესაც ბავშვები კამფეტს  30 წუთის განმავლობაში წოვენ, ხდება ნახშირწლების იმხელა კონცენტრაცია, რომ  შეუძლებელია პირის ღრუს PH ამას მოერიოს. ამას გარდა ბავშვები ხშირად კვნეტენ კანფეტებს და ისეთი ხმა ისმის, რომ ხვდები, მან რაღაცეები მოიტეხა. საერთაშორისოდ გავრცელებული ამბავია, რომ სტომატოლოგებისთვის დიდი სპონსორები ბებიები და პაპები არიან, რომლებიც დიდი ოდენობით კამფეტებს ყიდულობენ. მე ვთვლი, რომ დღეში ერთი სახის ტკბილეულიც ბევრია, მაგრამ ზოგი იმდენს მიირთმევს, რომ ვეკითხები, რამდენია ცოტა? აუცილებელია კონცენტრაცია განეიტრალდეს და თუ დავინახეთ, რომ ბავშვი  20 წუთია კამფეტს ჭამს, იქნებ ის წყალით მაინც გავანეიტრალოთ, ანუ მნიშვნელოვანია, რომ პატარამ ჭარბად დალიოს წყალი. კვებისგან გამოწვეული კარიესის 80 %  ჭარბი ნახშირწყლების მიღებაზე მოდის. ბავშვები რომლებიც მრავლობითი კარიესებით მოდიან, მათ რაციონში დიდი რაოდენობით საწუწუნი კანფეტებია. მშობლებს ჰგონიათ, რომ შოკოლადი უარესია, არადა შოკოლადი ბევრად მალე ნეიტრალდება პირის ღრუში ვიდრე საწუწნი კანფეტები. ტკბილი არ არის სასარგებლო და პედიატრებიც ხშირად ამბობენ, რომ მოიმატა ბავშვების და თინეიჯერების რაოდენობამ, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ეს კი იმის ბრალია, რომ  საკვები დატვირთულია ნახშირწყლებით.



ნინო, შეიძლება თუ არა, რომ კარიესი  ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად მაინც გაჩნდეს?

რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური განწყობა, როდესაც მშობლებს ჰქონდათ ხშირი კარიესული ღრუები. ამ დროს შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მხოლოდ სახლის ჰიგიენა არ არის საკმარისი. უნდა მიაკითხონ სტომატოლოგს და ის გადაწყვეტს  და დანიშნავს კბილების ფტორირების პროცედურას, რომელიც გააძლიერებს კბილს და  მის დაცვით ფუნქციას გაზრდის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მშობლებმა უნდა იმეგობრონ სტომატოლოგებთან.

ნინო, ხშირად მშობლები თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს იმის გამო, რომ ბავშვს ექიმის კაბინეტში გაჩერება გაუძნელდება. რა პასუხი გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ცელქი, ჰიპერაქტიური,  ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ჰყავს?  

ჩვენ არასოდეს ვიწყებთ პირველ პროცედურას პირველ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები თავიდან იყოს გაცნობითი ხასიათის, ექიმმა გაიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი, მიხვდეს, როგორ უნდა მიუდგეს მას ინდივიდუალურად. როდესაც მშობელი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, აჟღერებს ბავშვის თანდასწრებით, ის ბავშვი არასოდეს არ დაჯდება მშვიდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მივიდეს ბავშვამდე, ზოგ მშობელს ოთახის დატოვებასაც ვთხოვთ, იმდენი ემოცია აქვთ ხოლმე. ჩვენთან პირველ ვიზიტზე  შეიძლება ბავშვი კაბინეტშიც არ შევიყვანოთ, უბრალოდ გავიცნოთ. ჩვენთან, როგორც იცით ორთოდონტიული ცენტრია და პაციენტები ბრეკეტების თემაზე თვეში ერთხელ მოგვმართავავენ,  ვთხოვთ ხოლმე მათ და ან ძმა მოიყოლონ, დაანახონ, რომ ეს პროცესი არანაირ ტკივილთან და არასასიამოვნო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს და, ან ძმა ელოდება,  უყურებს მას, ძალიან ერთობა, შემოდის კონტაქტში და მას არანაირი შიში არ აქვს მანიპულაციის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/7-noemberi-nino-da-elene.mp3"][/audio]
                    [post_title] => პირით სუნთქვა, შავი ნადები  და პრობლემური სარძევე კბილები - წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => pirit-suntqva-shavi-nadebi-da-problemuri-sardzeve-kbilebi-wamyvani-stomatologebis-rekomendaciebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-10 14:39:45
                    [post_modified_gmt] => 2018-11-10 10:39:45
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=304197
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 301719
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-02 11:27:05
                    [post_date_gmt] => 2018-11-02 07:27:05
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ჰიპერტონუსის, მღვრიე წყლების, კისრის ნაოჭისა და ზრდაში შეფერხების სინდრომის შესახებ. რა ინფორმაციას გვაძლევს ორსულობის სხვადასხვა ვადზე ჩატარებული ექოსკოპიური კვლევა და რამდენად ინფორმატიულია ის - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, რადიოლოგმა მარიამ გოცირიძემ ისაუბრა.

რამდენჯერ უნდა მიაკითხოს ორსულმა ექიმ რადიოლოგს 9 თვის განმავლობაში და რატომ არის ეს ვიზიტები აუცილებელი?

ექიმ რადიოლოგს მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთ კვირაში უნდა მიაკითხოთ, რათა ორსულობა დადასტურდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია. თუ პაციენტი ნაკეისრალია, ნაწიბურთან მიმართებაში უნდა ვნახოთ, რა ადგილზეა სანაყოფე პარკი, ჩასულია თუ არა ღრუში,  არის თუ არა ჰემატომა. ანუ პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 3- დან 4 კვირის ვადაზე. შემდეგი ვიზიტი ორსულს 6-7 კვირის ვადაზე უწევს, როდესაც ემბრიონს  უკვე გულისცემა აქვს. ვაფასებთ  სანაყოფე პარკის ფორმას, ებრიონის გულისცემას და ზომას, ასევე ვნახულობთ, არის თუ არა ჰემატომა. შემდეგ უკვე 12-13 კვირაზე ვაფასებთ კისრის ნაოჭს, ასევე ნაყოფის ორგანოებს, ხერხემალს, ძვლების სისტემას, ცხვირის ძვალს და ამ ვადაზე ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რადგან სხვა დროს ეს არ არის შესაძლებელი. 16 კვირაზე, მეოთხე ვიზიტის დროს ვამოწმებთ როგორ გაიზარდა ნაყოფი, როგორ განვითარდა მისი ორგანოები და ასევე, უკვე გვაქვს გულის მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. შემდეგ ვიზიტზე, 19-20 კვირის ვადაზე ხდება ორგანოების და ზრდის შეფასება, ნაყოფის ზომის, პლაცენტის მიმაგრება, საშვილოსნოს ყელის და ზოგადად, ორსულობის მიმდინარეობის ანალიზი. შემდეგში 24, 30 , 36 კვირაზე სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ვიზიტებია და ამ ვადებზე ვნახულობთ  უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფის ზრდა-განვითარებას, ფიზიოლოგიას, ვადგენთ, როგორ ვითარდება და როგორ მიდის ორსულობა. მხედველობასა და სმენას ექოსკოპია ვერ აფასებს. რაც ეხება ანატომიას, ყველაფერს სათანადოდ ვნახულობთ.



დღემდე ბევრს სჯერა, რომ რადიოლოგიური კვლევა ხშირად რეკონედებული არაა და ის ნაყოფის „დასხივებას“ იწვევს...

ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს. ის უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებიც წლობით ვმუშაობთ აპარატთან, ასევე პაციენტისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრად დიდი სარგებელი მოაქვს თვითნებურად გაკეთებულ ექოსკოპირ კვლევებს, ვიდრე გეგმიურად ექიმის მიერ დანიშნულს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ორსულებზე ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.  ზოგს ცუდი სიზმარი აქვს ნანახი, მეგობარმა, მეზობელმა რაღაც უთხრა აღელვებული მოდის და გთხოვს, რომ გულისცემა მაინც მოასმენინო. მისთვის ეს ერთი ექოსკოპია ბედნიერი ერთი კვირის ტოლფასია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ის ექიმის დანიშნულებითაც და თვითნებურადაც. ეს არის აბსოლიტურად უსაფრთხო პროცედურა, მსოფლიოში არანაირი მონაცემი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს ულტრაბგერითი ტალღა რაიმე უარყოფითს იწვევს.

12-13 კვირაზე ხდება კისრის ნაოჭის განმსაზღვრელი კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ. მაშინ რატომ ხდება აუცილებელი  გენეტიკური კვლევების ჩატარება?

12-13 კვირაზე კისრის ნაოჭის, ანუ საყელოსებრი სივრცის გაზომვა არის აუცილებელი. ეს გახლავთ მარკერი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იქ შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია.  კისრის ნაოჭის ზომის ნორმად ითვლება 3,  მაგრამ შეიძლება იყოს 3,5,  4,  4,5 და ბავშვი იყოს სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ რადიოლოგებმა თავს არ უნდა მივცეთ უფლება, მშობელს მივაწოდოთ მცდარი ინფორმაცია ნაყოფის შესახებ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული. აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ტესტები, ორმაგი,  სამმაგი ტესტი. თუ იქაც რაიმე ცვლილება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაკეთეს ამიოცენტეზი,  რომელიც 99%- ში ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. ექოსკოპია არის მხოლოდ მარკერი, რომელიც გაძლევს ინფორმაციას, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან არსებული 4 მმ საყელოსებრი სივრცით.



 

რაზე მიუთითებს მღვრიე წყლები ორსულობისასას? 

რეალურად არც ერთ წიგნში და სახელმძღვანელოში მღვრიე წყლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. არცერთ ევროპულ და ამერიკულ სახელმძღვანელოში არ წერია როგორია ის, სად ჩანს და რანაირად. რაც უფრო ახალია აპარატი, მით უფრო ბევრ რამეს ვხედავთ ეკრანზე, ამიტომ ამის შეფასება არ იქნება სწორი, რადგან გამოიწვევს დამატებით მედიკამენტების დანიშვნას და ექიმი შესაძლოა, შეცდომაში შევიყვანოთ. ბევრჯერ ყოფილა, უმშობიარიათ, ექიმ რადიოლოგს ეგონა, რომ იყო მღვრიე წყლები  და აღმოჩენილა, რომ  წყალები აბსოლუტურად სუფთაა. ასევე ყოფილა პირიქითაც. ჯობია ასეთი შეფასებები რადიოლოგებმა თავიდან ავიცილოთ. არ არსებობს მღვრიე წყლების შეფასება, სიმართლე ესაა.

ორსულებს ყველაზე მეტად აშინებთ ჰიპერტონუსი. რისი მანიშნებელია ეს მდგომარეობა ექიმ რადიოლოგისთვის და რა  გამოსავალი არსებობს ასეთ დროს? 

პაციენტი თვითონ უნდა მოვიდეს ამ ჩივილით, რადგან ეს არის შეგრძნება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის დამოკლება. ტონუსის მიზეზი შეიძლება იყოს სიმძიმის აწევა, ნერვიულობა და სტრესი, გადაღლა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ძალიან ადვილად იკუმშება კუნთი და პაციენტს აქვს ჩივილი, მუცლის დაჭიმულობა. როდესაც პაციენტი ამ ჩივილით მოდის,  ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ გამოიწვია თუ არა ჩივილმა საშვილოსნოს ყელი დამოკლება. თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, პაციენტი გადამისამართდება თავის ექიმთან, რომელიც მიიღებს გარკვეულ ზომებს.  ორსული ქალბატონი თვითონ უნდა დაუკვირდეს თავის ორგანიზმს, რა შეუძლია და რა არა, არ უნდა მიიყვანოს თავი მუცლის დაჭიმვის მდგომარეობამდე. იმდენი არ უნდა ისეირნოს, რომ დაიჭიმოს მუცელი.
ჯობია გარშემომყოფები მივეხმაროთ ორსულს, რომ არ აწიოს მძიმე, მივეხმაროთ ქუჩაში, ყველაზე დაუცველები სწორედ ორსულები არიან და ყველაზე მეტი დახმარება მათ სჭირდებათ. ყველაზე მეტად კი ეს მაშინ სჭირდებთ, როდესაც არ ეტყობათ რომ ორსულად არიან, ეს არის 2-3 თვე. სწორედ ამ პერიოდშია ხასიათი არეული და ჯობს მას დავეხმაროთ,  რათა სტრესმა არ გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ყელის დამოკლება, სტაციონარი და ა.შ.
რადიოლოგები არ ვსვამთ ტონუსის დიაგნოზს, ქალი მოდის ჩივილით და ჩვენ ვაფასებთ მის მდგომარეობას. ჩივილი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა, მისი გუშინდელი გუშინწინდელი დღე, ერთჯერადია, ორჯერადი თუ ხანგრძლივი, სწორად უნდა შეფასდეს რადგან მესამე ტრიმესტრში ტონუსი ნორმად ითვლება, პაციენტმა კი ეს არ იცის. თუ ტონუსი გადაღლამ ან სიმძიმის აწევამ გამოიწვია, როგორც კი ორსული წამოწვება, ეს მდგომარეობა გადაუვლის. თუ პაციენტი დილას იღვიძებს და მას აქვს დაჭიმული მუცელი უმიზეზოდ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს და ჩააყენოს საქმის კურსში, ასეთ დროს მკურნალობა აუცილებელია. რა დროს არის საშიში ზრდაში შეფერხების სინდრომი ან დიდი ზომის  ნაყოფი? ნაყოფი უნდა მიყვებოდეს თავისი განვითარების ვადას, თუმცა 25 კვირიდან შეიძლება შეიქმნას პრობლემა და ნაყოფმა ვეღარ შეძლოს ზრდა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიამ, გენეტიკამ. ექოსკოპიურად გაზომილი და აწონილი ბავშვის ზომები  შესაძლოა არ შეესაბამებოდეს, ჩამორჩებოდეს ნორმას და ასევე შეიძლება, ნორმაზე გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი. თუ გამოირიცხება ჰიპერტენზია, დიაბეტი, დოპლერი არ არის გაფუჭებული ანუ სისხლის მიმოქცევა არ არის დარღვეული, მაშინ მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.  უმჯობესია, რომ ბავშვის ზომები ნორმალური იყოს, მაგრამ თუ ეს გენეტიკურია და მაგალითად ბავშვის  მამა ან ბაბუა 5 კილო დაიბადნენ, ბუნებრივია, რომ ბავშვი შეიძლება 4,800 დაიბადოს. ანუ თუ გამოირიცხება ყველანაირი პათოლოგია, ანალიზებშიც ყველაფერი წესრიგშია, დაე ბავშვი იყოს იმ ზომის, რამხელაც არის, არანაირი პრობლემა არ არის. ახდენს თუ არა გავლენას ნაყოფის ზომაზე დედის კვების რეჟიმი და მისი მომატებული წონა? ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ დედა მკაცრ დიეტაზეა, რათა ფორმები არ დაკარგოს, ცხადია, ამ დროს ბავშვს ბევრი აკლდება. არიან დედები, რომლებიც ბევრს ჭამენ და ბევრიც აქვთ მომატებული, ასე დროს ბავშვები ზომაზე მეტს იღებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა დიეტაზე უნდა დავსვათ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას.  რა არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რა ინფორმაციას გვაძლევს ის,  აუცილებელია თუ არა მისი ჩატარება ყველა ორსულისთვის და რითი განსხვავდება სხვა კვლევებისგან? ძალიან ბევრი რამის დოპლერი შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თავის, სისხლძარღვების, ხერხემლის, კისრის მალების, ფეხების, სადაც არის სისხლძარღვი ყველგან შეგვიძლია დოპლერის გაკეთება. ამით ჩვენ ვნახულობთ სისხლძარღვში სისხლის გამავლობას, სიჩქარეს, რაოდენობას, იკვებება თუ არა ის ორგანო, სადაც მიდის სისხლი. ვნახულობთ მარაგდება თუ არა ნაყოფი საკმარისად დედისგან, ანუ ჭიპლარში როგორ მიედინება სისხლი. ულტრაბგერით კეთდება, ჩვეულებრივი ექოსკოპიაა და მის გაკეთებას რამდენიმე წუთი სჭირდება. როდესაც დოპლერი ნორმაშია, რა ზომაც უნდა იყოს ეს ბავშვი, პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე ვადაგადაცილების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დოპლერული მონაცემები, უნდა შეფასდეს, უჭირს თუ არა ნაყოფს. თუ  კვლევამ ნორმალური მონაცემები გვაჩვენა, ნაყოფს შეუძლია იყოს მუცელში იმდენ ხანს,  რამდენსაც ექიმი ჩათვლის. ასევე, როდესაც  ბავშვები ხშირ და მკვეთრ მოძრაობებს აკეთებენ მუცელში, ამ დროს მოდიან  კვლევისთვის. თუ დედა კარგად გრძნობს თავს და ნაყოფს ურჩევს პოზას, თუ როგორ დაიძინოს პრობლემა არ ჩნდება. მაგალითად ვიცით, რომ ზურგზე წოლა არ შეიძლება, რადგან მასა აორტას აწვება, მექანიკურად იწვევს დედის ცუდად გახდომას და უფრო მეტად ნაყოფის დისკომფორტს, შესაბამისად ის ბევრს მოძრაობს. შესაძლოა ასევე სისხლში არ იყოს საკმარისი ჟანგბადის მომარაგება და ამ შემთხვევაშიც ნაყოფი ბევრს მოძრაობს. ჩვენ ვამოწმებთ ნორმალურად ამარაგებს თუ არა დედა ჭიპლარით ნაყოფს, თუ ყველაფერი წესრიგშია, ესეიგი ბავშვს აქტიური ხასიათი აქვს.  ბოლო რეგულაციების მიხედვით ბავშვის სქესის გაგება გარკვეულ ვადამდე არ შეიძლება, თქვენ როგორც ექიმს რა დამოკიდებულება გაქვთ, სწორია თუ არა ეს მიდგომა და რა ვადაზე უნდა ვიცოდეთ ნაყოფის სქესი? ძალიან მიხარია, რომ ტენდენცია შეიცვალა საქართველოში და გოგოებიც შეუყვარდათ. ქართველებში დიდი ხანია არ შემინიშნავს ეს ამორჩევითი ტენდენცია. ჩემი დაკვირვებით ჩვენთან ამას აღარ აკეთებენ და არასოდეს მინდა გავიგო, რომ ვინმემ მსგავსი არჩევანი გააკეთა ბიჭს და გოგოს შორის. მიხარია ისიც, რომ 16 კვირამდე არ ვაძლევთ ინფორმაციას სქესის შესახებ, რადგან 12 კვირაზე სქესის შეფასებით შესაძლოა შეცდომაში შევიყვანოთ პაციენტი. ჯობია გაიზარდოს ნაყოფი, გახდეს 16 კვირის, ჩამოუყალიბდეს სასქესო ორგანო და შემდეგ გაიგოს მშობელმა. ასეთ დროს არც აბორტის გაკეთება შეიძლება და ჩვენც მართველი ვიქნებით. 12 კვირაზე ხშირია შეცდომების ალბათობა.   რატომ არის ასეთი აქტუალური 3D და 4D კვლევა და შესაძლოა თუ არა, რომ მსგავსმა კვლევამ მეტი ინფორმაცია მოგვცეს ნაყოფის მდგომარეობაზე ვიდრე სტანდარტულმა, ორგანზომილებიანმა კვლევამ? 2D ეს არის კვლევის ფორმა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. 4D არის ის, სარაც ვიდეოს სახით ვუყურებთ, ხოლო 3D გახლათ ერთი კონკრეტული კადრი, რომლითაც შეგვიძლია ნაყოფის გარეგნული მონაცემების შემოწმება. მაგალითად თითები, ტუჩები, ბავშვის გარეგნობა, ხერხემლის მალები. სურათებსა და ვიდეოებს მშობლისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ჩვენ რადიოლოგებს ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროცესი, ვხარობთ პაციენტებთან ერთად, გამოფენაც კი გვაქვს ბატონ კახა ტატიშვილთან ერთად. 3D და 4D საკმაოდ ინფორმატიული დამატებითი კვლევებია, მაგრამ  არა ისეთი ინფორმატიული, როგორიც 2D კვლევა. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/mariam-gotsiridze-1.mp3"][/audio] [post_title] => რამდენჯერ არის რეკომენდებული ორსულობისას ექოსკოპიის გაკეთება - მარიამ გოცირიძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenjer-aris-rekomendebuli-orsulobisas-eqoskopiis-gaketeba-mariam-gociridzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-05 13:01:26 [post_modified_gmt] => 2018-11-05 09:01:26 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=301719 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 299001 [post_author] => 6 [post_date] => 2018-10-25 14:09:58 [post_date_gmt] => 2018-10-25 10:09:58 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა უნდა ვიცოდეთ შემაწუხებელი და გახანგრძლივებული ხველის შესახებ, რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. როგორ მოვიქცეთ ღამით სპაზმური ხველის დროს, რას გულისხმობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, რა დროს ხდება ხველა საგანგაშო სიმპტომი და რა შედეგს გვაძლევს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. ეკა, პირველი კითხვა ეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და მის მოქმედებას. რა ვქნათ, როდესაც აცრის მიუხედავად, ბავშვი მაინც ხშირად ავადობს და აქვე, თუ წამყვანი სიმპტომი ხველაა, მშობლებს აინტერესებთ, უშველის კი მას აცრა? ძალიან აქტუალური კითხვაა, რადგან ხველა მთელს მსფოლიოში პედიატრთან მომართვიანობის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. მშობელი შესაძლოა, ვირუსული რესპირატორული ინფექციის სხვა გამოვლინებებმა, მათ შორის მაღალმა ტემპერატურამ ისე არ შეაშინოს, როგორც სპაზმურმა, შემაწუხებელმა ხველამ. ნებისმიერ ასაკში ხველა აქტუალური სიმპტომია, თუმცა, ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხველა ესაა სიმპტომი, რომელიც ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. უნდა ითქვას, რომ ხშირი ავადობა ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად არის მიჩნეული. ეს ის სიხშირეა, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს, აქვე შესაძლოა, ეს სიხშირე 8-10 მდეც გაიზარდოს. თითოეული ეს ავადობა საშუალოდ 1 კვირიდან 10-დღის ინტერვალში გრძელდება, ძალიან ხშირად მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სულ ავადაა. რეალურად კი ეს გახლავთ ყოველ ჯერზე ახალი ინფექციების ცირკულაცია. თუ ბავშვი არის ბაღში მოსიარულე, ხშირად ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის აგილებში, ან სახლში მიცრე წლოვანი და-ძმები ჰყავს, რომლებიც შესაძლოა, იყოს ინფექციის წყარო, ასეთ დროს ავადობის სიხშირე წელიწადში 8-10 მდე იზრდება. https://www.youtube.com/watch?v=6pCMfYxr-1o&fbclid=IwAR1w2O-2XRoczG9DspFl1Sx_izw_fJ57hCsxwrPoXV-kOvtOoAl_n2i03lM ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყიფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა, რომ გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლუენსა ანუ გრიპის ვირუსი საკმაოდ საშიში ვირუსია და ხშირად ახასიათებს გართულება, რა თქმა უნდა ვიზიარებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ვურჩევ მშობლებს, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდრში შედის და არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ. რა არის გახანგრძლივებული ხველის მიზეზი და რატომ არ ემორჩილება ხშირად ხველა მედიკამენტს? ხველის ერთ-ერთი მიზეზირ არის რესპირატორული ვირუსული ინფეციები, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ჩვენ ვმკურნალობთ არა ხველას, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს. თუ ვსაუბრობთ გახანგრძლივებულ ხველაზე, ეს ის ხველაა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აქ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები და არა მარტივი ვირუსული ინფექციები, რომელიც 10-15 დღეში კუპირდება და ხშირ შემთხვევაში თვითგანკურნებადია. რა დროს ხდება ხველა რთულად სამართავი და რა შემთხვევაშია აუცილებელი მკურნალობის პროცესში ჰორმონალური პრეპარატების ჩარვა? თუ ხველის მიზეზი დადგინდა, მისი მართვა რთული აღარაა. თუ ბავშვი ხშირად ავადობს, თუ ორგანიზმს ახალ-ახალი ვირუსები უტევენ და ისევ სახეზეა ხველით მიმდინარე პროცესი, შესაძლოა, მშობელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბავშვი სულ ახველებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას ჰორმონალურ პრეპარატებთან დაკაშირებით, არსებობს ხველა, მაგალითად ლარინგოტრაქეიტი, რომელიც კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კრუპის ნიშნები. ეს გახლავთ ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა. თავის მხრივ ეს გახლავთ ვირუსლი ინფექცია, რომელსაც უხშირესად პარაგრიპის ვირუსი იწვევს. თუ მშობელი მომზადებულია სათანადოდ და იცის, როგორ მართოს კრუპის ნიშნები, ის ადვილად ემორჩილება მკურნალობას და ადრეულ ეტაპებზე ადვილად კუპირდება.   ხშირად ასეთი ხველა იწყება არა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების ფონზე, არამედ მოულოდნელად, ღამით. შესაძლოა თუ არა ცრუ კრუპის გამომწვევი მიზეზი გახდეს არა ვირუსი, არამედ სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები? ვირუსული ეტიოლოგიის კრუპი სწორედ ღამის სათებში იწყება. დღის განმვალობაში რესპირატორული გამოვლინება მინიმალურია. ლარინგიტრაქეიტი ღამით, განსაკუთრებით 12 საათის მერე იწყება ხოლმე. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს მიდრეკილება აქვს ხველისკენ, არა. კრუპი ასაკთან ერთად ჩაივლის და ექვსი წლის მერე ის იშვიათად გვხვდება. ლიტერატურაში აღწერილია კრუპის შემთხვევები მოგვიანებით, გარდატეხის ასაკშიც, მაგრამ მას იშვიათი ხასიათი აქვს. ანუ თუ 6 წლის მერე კრუპი აღარ აღინიშნება, ითვლება, რომ მას აქვს ვირუსული ეტიოლოგია. არსებობს აგრეთვე სპაზმური კრუპი, რომელიც შესაძლოა, მრავლობითმა ალერგენებმა გამოიწვისო. არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ბავშვის ჩათბუნება და მაღალი ტემპერატურა ოთახში. ესეც ზრდის ხველის განვითარების რისკს. არადა ხშირად ჰაერის დატენიანებაც საკმარისია, რომ ხველის სიხშირე შემცირდეს. ძალიან ხშირად მშობლები ხველის სამკურნალოდ იყენებენ ფაგებს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას და საწუწნ აბებს. ბევრი ამბობს, რომ ეს ხველას ამსუბუქებს. მართლა მუშაობს მკურნალობის ეს სქემა? ეს ფაქტორები ნაწილობრივ შველის. მაგალითად ფიზიოლოგიური ხნარით ინჰალაციაზე მინდა შევჩერდე. როდესაც ხველა გრიპის ან სხვადასხვა რესპირატორული ვირუსით არის განპირობებული და მას ძლიერი ინტოქსიკაცია არ ახლავს, ხველა არის თვითლიკვიდირებადი, თვითგანკურნებადი სიმტპომი. თუმცა, ხველის ინტენსივობის შემცირებას ხელს უწყობს ტენიანი ჰაერი, ოთახის დაბალი ტემპერატურა. ხშირად მშობელი აღნიშნავს, რომ როგორც კი ძლიერი ხველისას ბავშვი გარეთ გაუყვანია, ხველა მოიხსნა. ანუ ტენიანმა ჰაერმა მოულბო ზედა სასუნთქი გზები და შეამცირა ხველის ინტენსივობა. იგივე ეფექტი აქვს ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალციას. რაც შეეხება ფაგებს, მათ უპირატესად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ და ვირუსულ ნფექციებთან ბრძლოაში დიდი ეფექტით არ გამოირჩევიან. საწუწნი აბების მიცემა კი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება და ამის მთელი რიგი მიზეზები არსებობს. ხშირია, როდესაც მშობლები ბებიების მეთოდს მიმართავენ, იგივე თხის ქონი, კომბოსტოს საფენები და სხვა ხალხური მეთოდები, რასაც ცალსახად არ მივესალმები.   არის რაიმე კონკრეტული შემთხევები, როდესაც იგივე თხის ქონი და კომბოსტოს საფენები უებარია? არავითარ შეთხვევში. ფიზიოლოგირი ხსნარიც კი არ შეიძლება იყოს უებარი, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას აქვს თავისი ჩვენება. ხშირად მეკითხებიან, რომ აი ხველა აქვს ბავშვს და მეტი არაფერი, რა მივცე? სამწუხაროდ, ხველის უნივერსალური წამალი არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი უნდა დადგინდეს. რას გულისმობს ტერმინი ალერგიული ხველა და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს? განვმეორდები და ვიტყივი, ის რომ ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ადრეული ასაკის ბავშვების იმუნურის სისტემა ლაბილურია, ჩამოუყალიბებელია და ამას სასუნთქი სისტემის განვითარების თავისებურებები უწყობს ხელს. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდებაა, ნიშნავს, რომ ეს გახანგრძლივებული ხველაა. მისი ერთ-ერი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული ხველა. სამი ტიპის ალერგიულ ხველას განიხილავენ: ვირუსინდუცირებული, ალერგენინდუცირებული და ფიზიკური დატვირთვით განპირობებული. ადრეულ ასაკში უხშირესია ვირუსინდუცირებული ალერგიულია ხველა, რომელიც ასაკი მატებასთან და ვირუსებით ავადობის შეცმირებასთან ერთად ქრება. და ბოლოს, ყველას გვახსოვს თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკაზე წერდით... ვაქცინაციამ მთელ რიგ შემთხვევებში გადაარჩინა მსოფლიო. ვაქცინაციის დამსახურებით ძალიან ბევრმა დაავადებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ჩვენთან კლინიკაში სტუმრად იყო პროფესორი ისრაელიდან და მან აღნიშნა, რომ ისრაელში ვაქცინაციის მოცვადობა არის 90-95 %. ეს ნიშნავს, რომ წითელას და სხვა დაავადებების შეხვედრის და გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მაშინ როდესაც საქართველო მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებს წითელას გავრცელების მხრივ, ეს კატასტროფაა. წითელა არის ძალიან მაღალი კონტაგიოზურობის ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ დაინფიცირებული ადამიანი ყველა მის გარშემო მყოფს აინფიცირებს, თუ ისინი ვაქცინირებულები ან წითელა გადატანილებია არ არიან. ყველა ბავშვი უნდა აიცრას იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებსაც არ უტარდებათ ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენების გამო .წითელას ვაქცინაციის მიმართ ფობია დაკავშირებულია ინგლისელ ექიმთა ჯგუფთან, რომლებმაც საოცრად დიდი აფიორა ჩაატარეს, დიდ ფინანსურ მოგებას ითვალისწინებდა. საბოლოო ჯამში მათ დაკარგეს სამედიცინო ლიცენზია და მათ წინააღმდედ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ჩემს მაგალითს გეტყვით, როგოც კი ჩემი შვილი 1 წლის გახდა, მეორე დღესვე ავცერი წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/10/eka-uberi.mp3"][/audio]           [post_title] => გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა - ეკა უბერის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => gakhangrdzlivebuli-da-spazmuri-khvela-eka-uberis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-26 13:17:37 [post_modified_gmt] => 2018-10-26 09:17:37 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=299001 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 304197 [post_author] => 23 [post_date] => 2018-11-08 17:50:50 [post_date_gmt] => 2018-11-08 13:50:50 [post_content] => პირით სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბავშვებში, რომელიც ბევრ დაავადებაზე მიუთითებს და ასევე, უამრავი პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის პირის ღრუში. რა უნდა ვიცოდეთ პირით სუნთქვის შესახებ, რატომ ჩნდება შავი ნადები კბილებზე ადრეულ ასაკში, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს და როგორ გავაჩეროთ ცელქი ბავშვები სტომატოლოგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდემტმა, ნინო ბერიძემ ასევე ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდემტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრეს. ნინო, საუბარი მინდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგების  მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ.  რა მნიშვნელობის იყო ეს კონგრესი, რა ძირითად თემებზე იყო საუბარი? 4 ნოემბერს ჩატარდა  ბავშვთა სტომატოლეგების ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესი საკმაოდ რეზონანსული იყო და მასში 300-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. კონგრესში მონაწილეობნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და  სომხეთიდან. კონგრესის ძირითადი თემა იყო უმტკივნეულო სტომატოლოგია ბავშვებში. მთავარი მომხსენებლის, ოსმან ვერნერის თემა სწორედ ამას ეძღვნებოდა. „ჰიპნოზი ბავშვთა სტომატოლოგიაში", ეს არის უნარი რომლის გამოყენებითაც ექიმს უმარტივდება ბავშვებთან მუშაობა და მასთან კომუნიკაცია და როგორც წესი, წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ვიმსჯელეთ მალხენის გამოყენებაზე ბავშვთა სტომატოლოგიაში და სარძევე კბილების რესტავრაციის თემაზე. მოგეხსენებათ, რომ სარძევე კბილებს არა მარტო მშობლები, ექიმებიც ნაკლებად სერიოზულად უყურებენ. აღმოჩნდა, რომ სარძევე კბილებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია,  მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკური ფუნქციაც. კონგრესზე ასევე განხილული იყო ორსულთა სტომატოლოგიური დაავადებების მენეჯმენტი და სხვა. ელენე, პირით სუნთქვაზე რომ ვისაუბროთ,  რა მიზეზით შეიძლება ბავშვი პირით სუნთქავდეს და მეორეს მხრივ, რა გართულებები და პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს პირის ღრუში? სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოიმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც პირით სუნთქავენ. ხშირად ეს უბრალოდ ჩვევად მიაჩნიათ და ჩვენ, სტომატოლოგები პაციენტის ვიზიტის დროს აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი პირით სუნთქავს.  ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიები, რესპირატორული დაავადებები, აქვთ ადენოიდები, ტონზილები. პირით სუნთქვა მიეკუთვნება მავნე ჩვევების ჯგუფს. როდესაც პირით სუნთქვის დროს პირი ღიაა, ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით. შედეგად კი, ხდება ყბების არასწორი მიმართულებით ზრდა. უფრო გასაგებას რომ ვთქვათ, ყბები უფრო შევიწროებულია, დარღვეულია როგორც ღეჭვის ფიზიოლოგირი პროცესი, ასევე ყლაპვის. ყლაპვის პროცესის დარღვევა კი იწვევს ენის არსწორ მდებარეობს. ზუსტად ეს აპროვოცირებს იმას, რომ ყბები არასწორად ვითარდება ბავშვებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს. იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ცხვირით სუნთქვა, უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რის გამოც პაციენტი პირით სუნთქავს. მიზეზის მოსაძებნად პაციენტის შესწავლა რენდგენოლოგიურად და კლინიკურად  ხდება და მხოლოდ  კომპლექსური მიდგომით ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა. ოტოლარინგოლოგებისა და ალერგოლოგების მულტიდისციპლინური მიდგომა მნიშვნელოვანია, ადრეულ მომართვიანობას კი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. ნინო, რა უარყოფითი გავლენის მოხდება მაწოვარას გამოყენება გვიან ასაკამდე, მაგალითად 3 წლამდე? ეს ჩვევა მოქმედებს თანკბილვაზე და ყბების ზრდის დეფორმირებას იწვევს. განსაკუთრებით როდესაც  ეს ჩვევა არის ხანგრძლივი. თუ ბავშვს 5 წუთი უდევს მაწოვარა, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ყბების ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ თუ ბავშვს მაწოვარა ღამე, რამდენიმე საათი უდევს გადაბმულად და ხდება მაწოვარას ან თუნდაც თითის წოვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ყბების ანომალიურ ზრდას. თუ ბავშვს მაწოვარას ჩვევა აქვს წელიწად ნახევრამდე, 3 წლამდე პროცესი თვითრეგულაციას განიცდის და ჩვენი დახმარება მას არ სჭირდება. თუ მაწოვარას მოხმარება გრძელდება  3 წლის ზემოთ,  სასურველია ჩავერთოთ სტომატოლოგები. ამ დროს კეთდება სხვადასხვა სახის აპარატები  და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ვწყეტთ, რა არის საუკეთესო ამ პაციენტისთვის. ერთის მხრივ, რომ ბავშვმა  მავნე ჩვევას თავი დაანებოს და მეორეს მხრივ, ყბები ნორმალურ რეჟიმში განვითარდეს. ელენე, ამბობენ რომ ადრეულ ასაკში შავი ნადები კბილებზე მკურნალობას არ საჭიროებს და გაწმენდამ შესაძლოა ემალის დაზიანებაც კი გამოიწვიოს მინანქარს არ აფუჭებს ჰიგიენა, მინანქარს აფუჭებს ის, რომ არ გვაქვს არც პირადი და არც პროფესიული ჰიგიენა. როდესაც ჯაგრისს  აწერია 0-დან 3-წლამდე, ესეიგი იგულისხმება, რომ ამ პერიოდში უნდა გამოვაყენებინოთ და არა 6 და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა. შავ ნადებს იწვევს აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ეს არ არის რომელიმე მინერალის დეფიციტით გამოწვეული. უამრავი მითია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ნადებს ჰელმინთებს უკავშირებენ. შავი ნადების მედიცინური სახელწოდება არის პრისლის ნადები, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურდება იმიტომ, რომ ემთხვევა კბილების ამოჭრას. ის  უნდა მოშორდეს, რადგან ამ ნადებზე ხდება  ბაქტერიული ნადების აკუმულირება და გარშემო ცირკულარულ კარიესებს ვიღებთ. მიზეზი კი ისაა, რომ ნადებმა კბილის მინანქარს დაცვითი მდგომარეობა დაუკარგა. პრისლის ნადები და შავი ნადები ატარებს განმეორებით ხასიათს, მაგრამ ამის მოშორება ყველა ჯერზე აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ შემდეგ შემთხვევაზე ის არის ბევრად ნაკლები. ის რომ ნადებს არ სჭირდება მოშორება, ისეთივე მცდარი მითია, როგორიც მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილს არ ჭირდება მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან პირველადი კონსულტაცია  მოხდეს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.  რეალურად ეს მშობლის დენტალური განათლების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის, კვების და პროფილაქტიკური ვიზიტის  მნიშვნელობის გაზრდას. ხდება მშობლის ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ მისი ბავშვის პირი ღრუ არ იყოს კარიესით დასნებოვნებული ან არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა. ჩვენ ვაფრთხილებთ მათ მავნე ჩვევებზე ანუ პირველი ვიზიტი ეძღვნება პაციენტის და მშობლის დენტალურ განათლებას. პროფესიული და პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობა დიდია, ასეთ დროს ხდება  პირის ღრუს დათვალიერება. ეს პროცედურა  ბევრად კომფორტულია, რადგან არ არის ტკივილი, ბავშვისთვის სტომატოლოგიური პროცედურა დადებითი პროცესი ხდება და ნეგატივთან არ ასოცირდება. ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა კარიესის მკურნალობა მაშინ, როდესაც ეს კბილი მაინც ამოსაღებია? ბუნება ადამიანს შემთხვევით არაფერს აძლევს. იგივეა სარძევე კბილებიც, რომელთაც აქვთ შემდეგი ფუნქციები: ჩაკბეჩა, ღეჭვა, მეტყველება, ყლაპვა და ა.შ. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სარძევე კბილები მუდმივ კბილებს უნახავს ადგილს, რათა მოხდეს მათი ფიზიოლოგიურად ამოჭრა და მუდმივი კბილებისთვის რკალში იდეალური სივრცე იყოს. როდესაც სარძევე კბილი იკარგება ნაადრევად,  მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ და ორთოდონტიულ პრობლემას ვიღებთ, ამ პრობლემებს კი წლები ვუმკლავდებით. ეს არის მშობლის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობის საქმეში. სარძევე კბილებს უნდა გავუფრთხილდეთ იმისათვის, რომ  10-11 წლის შემდეგ ჯანრთელი კბილის ღრუ გვქონეს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არ დაემთხვეს ტკივილს. როგორც ნებისმიერი მშობელი ირჩევს პედიატრს დაბადებიდან, იგივენაირად უნდა აირჩიოს ბავშვის სტომატოლოგი და  რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის მას მიმართოს. შედეგად ტკივილთან დაკავშირებული ვიზიტი შეიძლება ბავშვს არც დასჭირდეს. ბევრი რამე მშობელზეა დამოკიდებული და მათ ამაზე დიდი ყურდღება უნდა გაამახვილონ.  დღევანდელი მკურნალობა არ არის დაკავშირებული ტკივილთან, კეთდება ანესთეზია. ხშირად მშობლებს აქვთ ფობიები, ყვებიან ბავშვობაში როგორი მტკივნეული იყო მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტი.  რეალურად კი ბავშვმა, რომელსაც არ ჰქონია შეხება სტომატოლოგთან, არ იცის, რა პროცესია ეს და შესაბამისად არც ეშინია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას შევუქმნით მათ ვიზიტამდე. პროფილაქტიკური ვიზიტები და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. არასწორი ჰიგიენა არის დამღუპველი და დიდ გავლენას ახდენს იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკა ჰქონდეთ. ელენე, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს კარიესი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მას მომავალში, მუდმივ კბილებზე მიდრეკილება ექნება კარიესისკენ? ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარიესულ პირის ღრუში, სწორედ კარიესულ ფონზე არ ამოიჭრას მუდმივი კბილები. ხშირად როდესაც არის თანკბილვა და მუდმივი კბილი საღეჭი კბილის უკან ამოიჭრება, მშობლებს ის ისევ სარძევე კბილი გონიათ. აქედან გამომდინარე, კარიესულ პირის ღრუში ამოჭრილი მუდმივი კბილები, 6-8 წლის ასაკში აქტიურად არიან ამ ფლორაში და უყურადღებობის გამო ხდება ამ კბილების გაფუჭება. ამიტომ მუდმივი მეექსვე კბილები ხშირად არიან კარიესული დაზიანებებით. სარძევე კბილების მკურნალობა სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მიზეზი კი არის ის, რომ 5 წლამდე არ მიაჩნდათ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვნად. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვმა კბილების გამოხეხვა 6 წლიდან უნდა დაიწყოს. პირველი კბილის ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდიდან, მშობლის მიერ ორსულობის დროს  გადატანილი ინფექციები, ბავშვის 2 წლის ასაკამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აისახება კბილების ჩანასახოვან პრობლემებზე. ასევე კბილების მაგარ ქსოვილებზე  ცუდად მოქმედებს ტოქსიკური ორსულობა, მიღებული მედიკამენტები. ხშირად ადრეული კარიესის გამომწვევი მიზეზი კვების რეჟიმია, რაციონში შემავალი დამტკბარი სითხეები,  ნახშირწლების რაოდენობა ახალ ამოჭრილ მინანქარს აზიანებს. პირველი მომართვიანობისას,  როდესაც ხდება მშობლის დენტალური განათლება, მას ვეუბნებით, რომ არ მისცენ ბავშვს დამტკბარი სითხეები მაწოვარით, განსაკუთრებით ღამის საათებში.  ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება  1,5 წლიდან დალიოს ჭიქით,  ეს ხომ სტანდარტულ ყლაპვის ტიპსაც აყალიბებს. დამღუპველია ცმუცნაობები კვებებს შორის, ორცხობილები, საწუწნი კამფეტები, შოკოლადები. ჯამში ამ ყველაფერს ჰიგიენა ვეღარ ერევა. არის შემთხვევები, როდესაც საღამოს ჰიგიენის შემდეგ მშობლები ბავშვებს აძლევენ ორცხობილებს და დამტკბარ რძის ნაწარმს. ნინო, მიზანშეწონილია თუ არა სარძევე კბილების მოცვლა სახლის პირობებში? როდესაც სარძევე კბილს ფესვი განლეული აქვს,  მისი ამოღება სახლის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მიმაგრება ღრძილოვან ნაწილზეა, მოცვლა ხშირად ემთხვევა მაგარი საკვების ჩაკბეჩას ან დაღეჭვას და ბავშვები მარტივად იცვლიან ასეთ კბილებს. თუ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი გაწოვილი, ან ის ნახევრამდეა გაწოვილი, მყარად ზის ბუდეში და მისი სახლში ამოღება პრობლემატურია, ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ექსტრაქცია ადგილობრივი ანესთეზიით. ასეთ დროს ჭრილობა ღრმაა და ინფექციის შეტანის ალბათობაც ძალიან დიდია.  ელენე, რომელი ტკბილეულია უფრო მავნე კბილებისთვის? თუ ჩვენ ახალშობილ ბავშვს მზის დამცავის გარეშე არ ვსვამთ მზეზე, რატომ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ ჩუპა ჩუპსი,  საწუწნი კარამელის კამფეტი, ჟელიბონები და ის ტკბილეული, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით რჩება პირის ღრუში. ამის გაგება ჩემთვის ცოტა რთულია. როდესაც ბავშვები კამფეტს  30 წუთის განმავლობაში წოვენ, ხდება ნახშირწლების იმხელა კონცენტრაცია, რომ  შეუძლებელია პირის ღრუს PH ამას მოერიოს. ამას გარდა ბავშვები ხშირად კვნეტენ კანფეტებს და ისეთი ხმა ისმის, რომ ხვდები, მან რაღაცეები მოიტეხა. საერთაშორისოდ გავრცელებული ამბავია, რომ სტომატოლოგებისთვის დიდი სპონსორები ბებიები და პაპები არიან, რომლებიც დიდი ოდენობით კამფეტებს ყიდულობენ. მე ვთვლი, რომ დღეში ერთი სახის ტკბილეულიც ბევრია, მაგრამ ზოგი იმდენს მიირთმევს, რომ ვეკითხები, რამდენია ცოტა? აუცილებელია კონცენტრაცია განეიტრალდეს და თუ დავინახეთ, რომ ბავშვი  20 წუთია კამფეტს ჭამს, იქნებ ის წყალით მაინც გავანეიტრალოთ, ანუ მნიშვნელოვანია, რომ პატარამ ჭარბად დალიოს წყალი. კვებისგან გამოწვეული კარიესის 80 %  ჭარბი ნახშირწყლების მიღებაზე მოდის. ბავშვები რომლებიც მრავლობითი კარიესებით მოდიან, მათ რაციონში დიდი რაოდენობით საწუწუნი კანფეტებია. მშობლებს ჰგონიათ, რომ შოკოლადი უარესია, არადა შოკოლადი ბევრად მალე ნეიტრალდება პირის ღრუში ვიდრე საწუწნი კანფეტები. ტკბილი არ არის სასარგებლო და პედიატრებიც ხშირად ამბობენ, რომ მოიმატა ბავშვების და თინეიჯერების რაოდენობამ, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ეს კი იმის ბრალია, რომ  საკვები დატვირთულია ნახშირწყლებით. ნინო, შეიძლება თუ არა, რომ კარიესი  ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად მაინც გაჩნდეს? რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური განწყობა, როდესაც მშობლებს ჰქონდათ ხშირი კარიესული ღრუები. ამ დროს შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მხოლოდ სახლის ჰიგიენა არ არის საკმარისი. უნდა მიაკითხონ სტომატოლოგს და ის გადაწყვეტს  და დანიშნავს კბილების ფტორირების პროცედურას, რომელიც გააძლიერებს კბილს და  მის დაცვით ფუნქციას გაზრდის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მშობლებმა უნდა იმეგობრონ სტომატოლოგებთან. ნინო, ხშირად მშობლები თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს იმის გამო, რომ ბავშვს ექიმის კაბინეტში გაჩერება გაუძნელდება. რა პასუხი გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ცელქი, ჰიპერაქტიური,  ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ჰყავს?   ჩვენ არასოდეს ვიწყებთ პირველ პროცედურას პირველ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები თავიდან იყოს გაცნობითი ხასიათის, ექიმმა გაიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი, მიხვდეს, როგორ უნდა მიუდგეს მას ინდივიდუალურად. როდესაც მშობელი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, აჟღერებს ბავშვის თანდასწრებით, ის ბავშვი არასოდეს არ დაჯდება მშვიდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მივიდეს ბავშვამდე, ზოგ მშობელს ოთახის დატოვებასაც ვთხოვთ, იმდენი ემოცია აქვთ ხოლმე. ჩვენთან პირველ ვიზიტზე  შეიძლება ბავშვი კაბინეტშიც არ შევიყვანოთ, უბრალოდ გავიცნოთ. ჩვენთან, როგორც იცით ორთოდონტიული ცენტრია და პაციენტები ბრეკეტების თემაზე თვეში ერთხელ მოგვმართავავენ,  ვთხოვთ ხოლმე მათ და ან ძმა მოიყოლონ, დაანახონ, რომ ეს პროცესი არანაირ ტკივილთან და არასასიამოვნო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს და, ან ძმა ელოდება,  უყურებს მას, ძალიან ერთობა, შემოდის კონტაქტში და მას არანაირი შიში არ აქვს მანიპულაციის. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/7-noemberi-nino-da-elene.mp3"][/audio] [post_title] => პირით სუნთქვა, შავი ნადები  და პრობლემური სარძევე კბილები - წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => pirit-suntqva-shavi-nadebi-da-problemuri-sardzeve-kbilebi-wamyvani-stomatologebis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-10 14:39:45 [post_modified_gmt] => 2018-11-10 10:39:45 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=304197 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 87 [max_num_pages] => 29 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => d8878346d203bcc45004887c611983e4 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები