LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საზამთროს მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

124

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, საზამთროს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა წნორის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც საზამთროს ნათესებია განთავსებული და მოსავლის აღება მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ფერმერებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და რეკომენდაციები აგროქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულს ნიტრატების შემცველობაზე იკვლევს. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, ლაბორატორიული კვლევისთვის საზამთროს ნიმუშები ადგილზე აიღეს. ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზრებში უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში, რომლებიც გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში 70-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები