LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ხრუშოვკები” უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით

90

”ხრუშჩოვკები” უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი ”ხრუშჩოვკაა” და მათი ჩანაცვლება აუცილებელია, თუმცა, არა ერთბაშად. ამასთან, მერობის კანდიდატის განმარტებით, ბევრმა მისი ნათქვამი ისე გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას. კალაძის განმარტებით, თბილისის მერიას ამის არანაირი რესურსი არ აქვს.

”ამ საქმეში მთავარია ”ხრუშჩოვკებში” მობინადრე მოსახლეობა, რომლებმაც უნდა შექმნან ამხანაგობები. თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში – ვარკეთილში, საბურთალოზე, მოსახლეობა დაინტერესებულია”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები