LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალს მთელ მსოფლიოს გავაცნობთ

22

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ,  ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე,  მხარეებმა ისაუბრეს,  ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ  ბაკიტჟან საგინტაევთან .  შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საერთაშორისო გამოფენა ’’ASTANA-EXPO2017’’-ს’ . ცნობილია,  რომ დღეს გამოფენის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც საქართველო იღებს  მონაწილეობას. გვაქვს  შესაძლებლობა, რომ მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი.

შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყენებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.’’-განაცხადა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები