LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრების გარეშე მივიდა (ფოტოები)

180

თბილისის მერობის სამთავრობო კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

კალაძე ხმის მისაცემად ოჯახის წევრების გარეშე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა, ურბანულად განვითარებულ ქალაქს და მოწესრიგებულ ტრანსპორტს მისცა.

“ქალაქი უნდა იყოს სიცოცხლით, სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე და მე მჯერა ამას ერთად მოვახერხებთ. ამას გადაწყვეტს თბილისის მოსახლეობა, თუ როგორ გადანაწილდება კანდიდატების თანმიმდევრობა. ყველაფერი საღამოს გახდება ცნობილი”, – აღნიშნა საარჩევნო უბანზე მისულმა კანდიდატმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები