LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის ლიკვიდაციისთვის სამი ვერტმფრენი მუშაობს, ორს თურქეთიდან ელოდებიან

41

ბორჯომის ხეობაში მყოფ პრემიერმინისტრის,  გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ადგილზე 3 ვერტმფრენი მუშაობს.

ორი ვერტმფრენი დაგვემატება, დაახლოებით, საათნახევარორ საათში. გარდა ამისა, მუშაობენ მეხანძრემაშველები, ტექნიკა მობილიზებულია ხელოვნური წყალსაცავების გაკეთებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს,“  – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თურქეთში იყო ძლიერი ქარი, რის გამოც ვერტმფრენები ამ დრომდე ვერ ჩამოფრინდნენ და ისინი ახლა გზაში არიან.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, ტყის მასივში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა, ქარის გამო, ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები