LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შემდეგ საბერძნეთში წყალდიდობას ებრძვიან

104

მასშტაბური ხანძრის შემდეგ, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, საბერძნეთის ატიკის რეგიონში ახლა უკვე წყალდიდობას ებრძვიან. ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთ გარეუბანი დაზარალდა, სადაც ადიდებულმა წყალმა რამდენიმე ათეული მანქანა გაიტაცა.

სტიქიის გამო 160-ზე მეტი ადგილობრივი რამდენიმე საათის განმავლობაში შენობებიდან გასვლას ვერ ახერხებდა. მოძრაობა პარალიზებული იყო დედაქალაქის ქუჩებში.

პარალელურად, ქვეყნის ხელისუფლება ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ცეცხლი საბერძნეთის ტყეებში მიზანმიმართულად გააჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები