LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი თბილისში – მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი

280
ხანძარი

თბილისში, დიდუბის რაიონში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

გავრცელებული ცნობითვე, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელმაც დამწვრობა მიიღო.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„ფორტუნა“ არკვევს, როგორია ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანის ჯანრმრთელობის მდგომარეობა – ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები