LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხეების ჭრა თუ გაგრძელდა, ბორჯომის კურორტს და წყალს დავკარგავთ – მამუკა ხაზარაძე

46

“თი ბი სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ბორჯომის კურორტისა და მინერალური წყლის დაკარგვის საშიშროებაზე წერს. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ხეების ჭრის წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო.

“გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო,

ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო…

ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა!!!

პირდაპირ მინდა განვაცხადო:

თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის!”,-წერს მამუკა ხაზარაძე.

https://www.facebook.com/mamuka.khazaradze/posts/10155784901647071?pnref=story

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები