LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების სასახლე Google-ის კულტურული ინსტიტუტის პირველი ქართული წევრია

137

დღეს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ხელოვნების სასახლის Google Cultural Institute-ის რუკაზე გაჩენას მიეძღვნა.

Google-ის კულტურული ინსტიტუტი მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანებაა, ხოლო ხელოვნების სასახლე უკვე მისი სრულუფლებიანი პარტნიორია, რაც ჩვენი ეროვნული საგანძურის მსოფლიო პოპულარიზაციას გულისხმობს.

ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელმა მხატვარმა პეტრე ოცხელმა პირველმა შეაბიჯა საერთაშორისო ასპარეზზე გამოფენის სახით, რომელიც სწორედ ამ რეპრესირებულ ხელოვანს ეკუთვნის. ახლო მომავალში დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებსაც ვიხილავთ.

პრესკონფერენციის ფარგლებში კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები