LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური მერიაში – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მთავრობის სხდომაზე შესვლა სცადეს

32

თბილისის მერიაში ხმაური იყო. საკრებულოს ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს, მათ სურდათ დავით ნარმანიასთვის დაესვათ კითხვები, რადგან, როგორც განმარტეს, თავად მერი საკრებულოში არ მიდის.

სხდომაზე ისინი დაცვის სამსახურმა არ შეუშვა.

დეპუტატები ამბობენ, რომ ნარმანიამ დაარღვია კანონი, როდესაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაცია გასცა.

„ნარმანიას არ აქვს უფლება რომ გასცეს ბრძანება და სრული მობილიზაცია გააკეთოს თავის დაცვის სამსახურის. მას რისი ეშინია არ ვიცი, მას ეშინია საკრებულოს დეპუტატების და ხომ წარმოგიდგენიათ თავისი ამომრჩევლების და ხალხის როგორ ეშინია. ჩვენ დღეს მოვედით აქ რომ მთავრობის სხდომაზე დავსწრებოდით, ბატონი ნარმანია ამბობს რომ მას თურმე არ ცალია და საქმეს ვინღა გააკეთებს რომ ამ უსაქმურმა რომ არ აკეთოს ეს საქმე,“-აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა დათუკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები