LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

27

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც ჟურნალისტებთან მერაბ მორჩაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მორჩაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა, დღევანდელი წინასასამართლო სხდომა არ ჩატარდეს.

“მერაბ მორჩაძე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესი,“ – განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვს მორჩაძეს.

მერაბ მორჩაძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები