LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მუშაობა პროკურორების გამოკითხვით გაგრძელდება

29

ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მუშაობა რამდენიმე დღეში თბილისის მოქმედი და ყოფილი პროკურორების გამოკითხვით გაგრძელდება.

23 ივლისს დეპუტატები კითხვებს თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილსა და მის მოადგილეს, ასევე მოქმედ პროკურორს, მალხაზ კაპანაძესა და მთავარი პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს დაუსვამენ. ეს პირები საგამოძიებო უწყების ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები მკვლელობის გამოძიებაში. გუშინ კი კომისიის მცირე ჯგუფის მიერ არასრულწლოვნების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა.

დეპუტატებმა გახმაურებულ საქმეზე ამ დრომდე უკვე 10-ზე მეტი არასრულწოვანი გამოკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები