LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ გაერო იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს

60

8 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს.

სხდომის გამართვა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს წევრებმა: ბოლივიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, ურუგვაიმ, საფრანგეთმა და შვედეთმა.

სხდომაზე ანგარიშით გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერიში, გამოვა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები