LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მიწისძვრა ინდონეზიაში – არიან დაღუპულები

126

ინდონეზიაში კუნძულ იავას სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაცია სეისმოლოგიურმა ცენტრმა გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაღუპულია. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სურაბაიდან 186 კილომეტრშია.

ინდონეზიაში 28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.

მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ კი, კუნძულ სულავესზე ვულკანიც გააქტიურდა. ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრასა და ცუნამს 1 948 ადამიანი ემსხვერპლა, 5000-მდე კი ამ დრომდე დაკარგულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები