LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენტარის “დალაიქებისთვის” შვეიცარიელი მამაკაცი 4 ათას დოლარს გადაიხდის

15

„ფეისბუქზე“ პოსტის მოწონების გამო შვეიცარიის მცხოვრებს ჯარიმა დააკისრეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ციურიხის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 45 წლის მამაკაცს 4 ათასი ფრანკის (დაახლოებით, 4.1 ათასი დოლარის) გადახდა მოუწევს.

გამოცემის The Local Switzerland ინფორმაციით, მამაკაცმა, რომლის სახელი და გვარი არ  ხმაურდება, 2015 წელს მოიწონა („დაალაიქა“)  „ფეისბუქის“ მომხმარებლების კომენტარები, რომლებიც ცხოველთა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელს ერვინ კესლერს რასიზმსა და ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ.

ბრალდებების საპასუხოდ კესლერმა სასამართლოში უჩივლა არამხოლოდ მათ, ვინც „ფეისბუქზე“ ადანაშაულებდა, არამედ მათაც, ვინც კომენტარები მოიწონა. კესლერის განმარტებით, მოწონებები კიდევ უფრო ზრდის აუდიტორიას, ვისაც პოსტის დანახვა შეუძლია.

1998 წელს თავად კესლერს მიუსაჯეს მცირე ვადით პატიმრობა მას შემდეგ, რაც ებრაული ჩვეულების მიხედვით ცხოველების რიტუალური დაკვლა გერმანელი ნაცისტების ქმედებებს შეადარა.

ამჯერად კი ციურიხის სასამართლომ მიიჩნია, რომ მას შემდეგ 20 წელი გავიდა და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეუძლიათ, კესლერი რასიზმსა და ანტისემიტიზმში დაადანაშაულონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები