LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიები საქართველოში, რომლებიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებენ

95

Forbes Georgia საქართველოში ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიათა ოცეულს აქვეყნებს. “ფორბსი” საქსტატზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ 20 კომპანიას შორის, 11-ში წილი სახელმწიფოს ეკუთვნის.

 

ბიზნესსექტორში ყველაზე მსხვილი 10 დამსაქმებელია:

  1. საქართველოს ფოსტა
  2. სს ენერგო-პრო ჯორჯია
  3. შპს თბილსერვის ჯგუფი
  4. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
  5. შპს ავერსი-ფარმა
  6. შპს ჯორჯიან მანგანეზი
  7. სს საქართველოს რკინიგზა
  8. სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი
  9. შპს ჯეო ჰოსპიტალი
  10. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

 

არასამეწარმეო სფეროს 10 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი: 

  1. სს თიბისი ბანკი
  2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
  3. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. სსიპ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო (2017 წლის მარტრიდან სს კრედო ბანკი )
  6. სსიპ საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტო
  7. სს ლიბერთი ბანკი
  8. სსიპ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი
  9. სსიპ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  10. სს საქართველოს ბანკი

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული, ამასთან საქსტატი კონკრეტულ კომპანიებში დასაქმებული პირების რიცხოვნობაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ცნობილია, რომ 2016 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხი 12 675 კაცით შემცირდა და 262 000 შეადგინა. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 14.9% მუშაობს.

2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები