LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი  მემკვიდრეობა – გიორგი კვირიკაშვილი

33

„დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი  მემკვიდრეობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდე დემოკრატიული სისტემა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ არის დიდი შრომის შედეგი და საპარლამენტო გუნდმა, კობახიძის ხელმძღვანელობით, მართლაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი როგორადაც არის მიღებული. ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, იქნება ვეტო თუ არა. დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი  მემკვიდრეობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდე დემოკრატიული სისტემა. როცა ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მმართველი გუბდის მხრიდან. არცერთი ახალი ცვლილება არ ემსახურება მმართველი გუნდის გაძლიერებას და მის ინტერესს,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები