LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა – ირაკლი კობახიძე

37

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უარყოფს ინფორმაციას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ჩასწორების შესახებ.

ამის შესახებ განცხადება კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

დღეს  კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით არის მიღებული. დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ, თითქოს, გარკვეული საკითხები არის ჩასწორებული კონსტიტუციაში, განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან. სინამდვილე არის შემდეგირა თქმა უნდა, ოთხი ცვლილება არის შეტანილი დოკუმენტში.

“ბუნებრივია, ეს დოკუმენტი განსხვავდება მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან. ოთხივე ცვლილება პროექტში შეტანილია იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც პლენარულ სხდომაზე გამოითქვა. ერთი ტექნიკური ცვლილება ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს; მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას და ფორმულირების დახვეწას; ასევე, შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს, რომ დაკონკრეტებულიყო ორგანული კანონის დათქმა; მეოთხე საკითხი, რომელიც იყო გაზიარებული, ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას 6 წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა.

“ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და გაზიარებულ იქნა ჩემს მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც დარიგდა მეორე მოსმენის დროს. დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, გავცელდა, თუმცა მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს „აპარებდნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები