LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

39

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Hanjin Travel-ის მიერ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 100-მდე ტურ-ოპერატორი ადგილობრივი ესწრებოდა.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა საქართველოს კურორტების, ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და საქართველოს, როგორც ახალი და სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას და კორეელი ტურისტების რაოდენობის ზრდას ემსახურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურ-პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები