LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტავას და შარტავას ქუჩებზე 10 დღე შუქნიშნები არ იმუშავებს

62

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები ათი დღის განმავლობაში გათიშული იქნება. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შუქნიშნები გაითიშება კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩა N75-თან, კოსტავას ქუჩა N77-თან, შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

შუქნიშნები ეტაპობრივად 10 დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაირთვება. ამასთან, სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირთათვის ადაპტირდება და შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება. ქვეითთა შუქნიშნები შარტავას ქუჩის N7-თან, თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩის 42-თანაც დამონტაჟდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები