LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ყაზახ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

“საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც კეთილსინდისიერებაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზეა აგებული, ყოველწლიურად ძლიერდება. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ, გააძლიერებს ჩვენს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს. ერთობლივი პროექტები მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებას. ამდენად, უნდა მივიღოთ ყველა ზომა, რათა უზრუნველვყოთ ამ პროექტების ხანგრძლივობა და ორმხრივი სარგებელი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ყაზახეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები