LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი 50 %-ით დოლართან როგორც გაუფასურდა, ქართული პროდუქტი ასე არ გაძვირებულა – ხუციშვილი

95

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ ქართული ლარი 50 %-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა.

”ლარი, ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუს თემა იყო, რომლის გამო, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდა. აღარ ვითვლი, იმ შეურაცხყოფას, რომელიც იყო, მაგრამ რადგან პოლიტიკაში წავედი, უკვე თმენის ვალდებულება მაქვს და აუცილებლად მოვითმენ ყველაფერს. თუ ჩვენ შევხედავთ იმ პროდუქტებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ეს არის ქართული ხორცი, ქართული კვერცხი, ქართული კარაქი, პური და ა.შ. თუკი ესენი დოლარს მიყვებოდა, მაშინ დღეს ხორცი უნდა ღირდეს 18 ლარი, ყველი უნდა ღირდეს 18 ლარი, ანუ, 50%-იანი რომ ყოფილიყო ფასების ზრდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა ყველას მდგომარეობა. პროდუქტების მეორე ნაწილია, რომლის შესაქმნელად გარკვეული ნედლეული შემოდის იმპორტზე. ის პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდა, მაგალითად შაქარი, ასეთი კიდევ ბევრი პროდუქტია. კიდევ ერთხელ რომ ავხსნა გასაგებად, მე მგონი, ისედაც ნათელია, 50 %-ით როგორც გაუფასურდა ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა. ის პროდუქტი, რომელიც იმპორტზე შემოდის გაძვირდა”, – აცხადებს ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები