LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსი 2.65–იან ნიშნულს გასცდა

68

ლარის რეკორდული გაუფასურება კვლავ გრძელდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.6599 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებითაც. ხვალიდან ერთ ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8222 იქნება.

ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი თაბუაშვილს ლარის გაუფასურების არ სჯერა.

“დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს, ქუთაისის პარლამენტში ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტირებისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები