LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

75

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლო დღეს არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ლევან მურუსიძესია, ამის შესახებ მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასების კომენტირებისას აღნიშნა, იმის შესახებ,  რომ ლევან მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა.
„ზოგიერთს ჰგონია, რომ ცნობილი მულტფილმის მსგავსად, სოფელი სიმღერით აშენდება, მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, – განაცხადა მურუსიძემ.

პოპულალურები