LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანა ისაკაძის ბათუმის მეათე საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება

217

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში  დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს – კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო  2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდება უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

3 ივლისს, კონსერვატორიაში ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ.

 

ვახტაგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

ბედნიერებაა გენიალური ადამიანის, ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობა. ეს არ არის ჩემთვის პირველი. ლიანა ქართულ მუსიკალურ კულტურაში არის მოვლენა და შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ჩემი მუსიკალური თილისმა, – ჩემი პირველი კონცერტი საქართველოში, რუსეთსა თუ მოსკოვში მას უკავშირდება, ისევე, როგორც ჩემი პირველი ჩანაწერი ფირფიტაზე. მრავალწლიანი ახლობლობა და მეგობრობა გვაკავშირებს. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ჩემი მონაწილეობა გარკვეულ ფორმატში. ყველა კონცერტს ვუდირიჟორებ, ეს სიხარულია და ყოველთვის ვდგავარ ლიანა ისაკაძის გვერდით.

ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი:

მინდა ვთქვა ჩემი აზრი ლიანა ისაკაძის ფესტივალის მნიშვნელობაზე. ცოტანი არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ პატარა კულტურაში უზარმაზარ ენერგეტიკას ტოვებენ, მაგრამ მსოფლიო კულტურაშიც ქმნიან თავიანთ ადგილს. ლიანა სწორედ ასეთი დიდი არტისტია. მე დავუკრავ პრემიერას საქართველოში – გალინა უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტს

მაკა ნასრაშვილი, თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე:

ქალაქ თბილისის მერია არაერთი წელია, მხარს უჭერს გამორჩეულ ფესტივალს „ღამის სერენადები“, რომელმაც კულტურულ ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ცნობილ და გამოჩენილ შემსრულებლებთან ერთად წარადგენს ახალგაზრდებსაც. მადლობა ბატონებს ვახტანგ მაჭავარიანს, ალექსანდრე კორსანტიას და ფესტივალის სულის ჩამდგმელს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს.

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

წელს ისევ შენარჩუნდება ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალის უნიკალური ფორმატი და სულისკვეთება, თუმცა იქნება ბევრი სიახლე იუბილესთან დაკავშირებით. დავგეგმოთ სასიამოვნო საღამოები კლასიკური მუსიკის თანხლებით (იღიმის). პროგრამა იქნება ძალიან მრავალფეროვანი, გვეყოლება სოლისტები აშშ-დან, იტალიიდან, უნგრეთიდან. ფესტივალის საპატიო დირიჟორი იქნება ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტი კი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

ფესტივალის პროგრამა:

ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“

26აგვისტო – საზეიმო გახსნა
იოსებ ბარდანაშვილის საიუბილეო კონცერტი

კამერულიორკესტრი „საქართველოსვირტუოზები“
დირიჟორი–ვახტანგ მაჭავარიანი (ბელგია/საქართველო)
სოლისტი–გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

I განყოფილება

ვ. ა. მოცარტი–„ღამის პატარა სერენადა“, სოლ მაჟორი, K. 525

II განყოფილება

ი. ბარდანაშვილი–„სერენადა“ვიოლინოსადასიმებიანებისთვის
შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს

ა. დვორჟაკი -“ სერენადა” მი მაჟორი, , თხზ. 22

28 აგვისტო
ფესტივალი „ღამის სერენადები“
ვიოლინოს ჯადოქარი – გეზა ჰოსზუ ლეგოცკი

კამერულიორკესტრი „საქართველოსვირტუოზები“
დირიჟორი–ვახტანგ მაჭავარიანი (ბელგია/საქართველო)
სოლისტი–გეზა ჰ. ლეგოცკი – ვიოლინო (უნგრეთი/აშშ)

პროგრამა: ი.ს. ბახი, ნ. პაგანინი, ი. ბრამსი, კ. სენ-სანსი, პ. სარასატე

29აგვისტო

„ტანგოს საღამო“
პროექტის ავტორი – გია იაშვილი

მონაწილეობენ: გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)
მარიო სტეფანო პიეტროდარჩი – ბანდონეონი (იტალია)
სოფია ბოროსი – გიტარა (ავსტრია/უნგრეთი)
კამერულიორკესტრი „საქართველოსვირტუოზები“

პროგრამა: ასტორ პიაცოლა, არგენტინული ტანგოები
თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი

2 სექტემბერი
ოპერა ფანტაზია – გია იაშვილი

კამერულიორკესტრი „საქართველოსვირტუოზები“
დირიჟორი–ვახტანგ მაჭავარიანი
სოლისტი -გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

I განყოფილება

ვ. ა. მოცარტი–ღამის პატარა სერენადა, სოლ მაჟორი, K. 525
ი. ბარდანაშვილი -სერენადა ვიოლინოსა და სიმებიანისთვის
შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს

II განყოფილება

„ოპერა-ფანტაზია“ (პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და
სიმებიანებისთვის)

პროექტის ავტორი – გია იაშვილი

4სექტემბერი

კამერულიორკესტრი „საქართველოსვირტუოზები“
დირიჟორი–ვახტანგ მაჭავარიანი
სოლისტები: ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო (აშშ//საქართველო)
ნათელა მარკოზაშვილი – ლიტავრები

I განყოფილება

ა. მაჭავარიანი – სიმფონია კამერული ორკესტრისთვის
(კამერული ორკესტრის ვერსიის ავტორი ვ. მაჭავარიანი)

II განყოფილება

დ. შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია დო მინორი, თხზ. 110 (კვარტეტი #8)
გ. უსტვოლსკაია – კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანებისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g