LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ დღევანდელი პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

67

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ დღევანდელი პროცესი 10 იანვრამდე გადადო.

როგორც დღევანდელი პროცესის გადადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, მაია რჩეულიშვილს, ოპერაციისთვის მოსამაზადებელი რთული სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა, სწორედ ამ მიზეზით მან არ ჩათვალა მიზანშეწონილად, დღეს, სასამართლო პროცესის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება.
10 იანვრამდე კი სასამართლო, სამედიცინო დაწესებულებასთან გაარკვევს, რამდენად არის რეალურად სამედიცინო კლინიკა მზად, რომ სასამართლო პროცესების კლინიკაში ჩატარება შეძლოს, იქნება ეს ტექნიკური მზადყოფნა თუ ადგილზე, მხარეების მუშაობა და მოწმეთა დაკითხვა.

სასამართლო, თოდუას კლინიკიდან წერილობით პასუხს, 9 იანვრამდე დაელოდება, 10 იანვარს კი მხარეებთან ერთად გადაწყდება, ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესები კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები