LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლეს 3 წლის შვილს სიმსივნე აქვს

95

მაიკლ ბუბლეს სამი წლის შვილს, ნოას სიმსივნე აქვს. კანადელმა მომღერალმა განცხადება გაავრცელა, რომ ბავშვს აშშ-ში უმკურნალებენ. ბუბლეს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

41 წლის მომღერალი და მისი ცოლი, არგენტინელი მსახიობი და მოდელი ლუიზიანა ლოპილატო 2001 წელს დაქორწინდნენ და ვანკუვერში ცხოვრობენ. მათ კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, ელიასი.

ბუბლეს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ბუბლე აღნიშნავს :

„მე და ლუიზიანამ კარიერა შევაჩერეთ, რომ მთელი ყურადღება ნოას გამოჯანმრთელევას დავუთმოთ.

ამ მძიმე პერიოდში, მხოლოდ ლოცვას და ჩვენი პირადი ცხოვრების პატივისცემას გთხოვთ. წინ რთული დრო გველის და იმედი გვაქვს, ოჯახის, მეგობრებისა და მთელი მსოფლიოს გარშემო თაყვანისმცემლების მხარდაჭერით ამ ომს მოვიგებთ“.

ad_225000270

*EXCLUSIVE* Michael Buble and his son Noah make it home **NO Canada, Germany, Austria**

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები