LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელმაც რუსთავში ცხოველი სასტიკად აწამა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

73

მამაკაცს, რომელმაც რუსთავში ცხოველი სასტიკად აწამა, პროკურატურამ ბრალდება 259-ე მუხლის პირველი ნაწილით  წარუდგინა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 16 ივნისს, ქ. რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი).  ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით  5000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე,“ – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები