LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო – კახა კალაძე

44

„როდესაც საზოგადოებასთან კომუნიკაცია მოხდება, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მარიხუანას წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. კალაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაცია არასწორად იქნა წარმოებული, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

დედაქალაქის მერის შეფასებით, ის, რომ ხელისუფლება ნარკოტიკების წარმოებას გეგმავს, სიმართლეს არ შეეფერება.

„მარიხუანასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა, პირველ რიგში, არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო. რაც შეეხება კანონპროექტს, ის პარლამენტში გადაიგზავნება. მხედველობაში მაქვს, რეგულაციების დაწესება და შემოღება. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ მარიხუანას მოწევისთვის ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ციხეში. თუმცა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. ის რეგულაციები, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლება შსს-ს ჩართულობით მოამზადა, ძალიან მნიშვნელოვანია.

„კულტივაციას რაც შეეხება, აქაც არასწორად იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თითქოს ხელისუფლება გეგმავდა ნარკოტიკების წარმოებას და გასაღებას, რაც ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. აქ საუბარი იყო მედიცინისა და კოსმეტიკის მიმართულებით, თუმცა აქაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. როდესაც მოხდება ეს კომუნიკაცია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები