LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშინ, როდესაც გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა, ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი  –  თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი

79

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საექსპერტო პროცედურები უკვე დაწყებულია. ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც.

შესაძლებელია, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა გარკვეული წარმონაქმნები და არტეფაქტები, რომელიც შეიძლება იყოს ან ძვალი ან მეტალის რაღაც ფრაგმენტი. ეს დადგინდება და სიკვდილის მიზეზი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებ გაკვეთამ სროლის მანძილზე ინფორმაცია მოგვცეს. დრო არის გასული და ამიტომ ვამბობიქნებ,“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი, წესით, ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი, სიკვდილის მიზეზის დადგენას ეხება.

სროლის ტრაექტორია, ასეთი გარდაცვალების მიზეზი, მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე მოლაპარაკება გვქონდა და გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა, ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი. მრავალი სხვა კითხვაა, რომელიც ჩვენ ექსპერტიზას დავუსვით,“ – აცხადებს ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისში ექსპერტიზის დასრულებისთანავე გადაასვენებენ. მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

 

 

 

 

 

პოპულალურები