LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებელი, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა ბაკურიანისკენ უკვე მოძრაობს

270

ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. მატარებელი რომელიც ლიანდაგებიდან გადავიდა უკვე ბაკურიანისკენ მოძრაობს და იქიდან მარშრუტს გრაფიკის შესაბამისად შეასრულებს. მიზეზი სავარაუდოდ ლიანდაგის გაგანიერება ან ღერძის დაზიანება გახდა,ზუსტ მიზეზს მოგვიანებით დაადგენენ.

დაზიანებული მონაკვეთი რკინიგზის თანამშრომლებმა უკვე შეისწავლეს.მატარებელში 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ყველა მგზავრი, მათი სურვილის მიხედვით, ბორჯომსა და ბაკურიანში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაიყვანეს.

 

შეგახსენებთ, დღეს ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები