LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდრული ვილები ვარსკვლავური შვებულებისთვის – სად ისვენებენ ვარსკვლავები

1460

მდიდრული სახლები დახვეწილი ინტერიერით და ფანტასტიკური ხედებით – სწორედ ასე ისვენებენ ვარსკვლავები. თუმცა დღეს, ნებისმიერს შეუძლია თუნდაც ცოტა ხნით მაინც იცხოვროს მათი ცხოვრებით.

* ჯასტინ ბიბერი – კანადელი მუსიკოსი დიდი ხანია შეეჩვია ფუფუნებაში ცხოვრებას. ერთ-ერთი ბოლო შვებულება ბიბერმა სან-ფრანცისკოს ყურესთან ახლოს, უზარმაზარ სახლში გაატარა, სადაც მის განკარგულებაში ხუთი საძინებელი, სპა-ცენტრი, სათამაშო ოთახი და აუზი იყო პანორამული ხედით. სხვათაშორის, რამდენიმე წლის წინ, იმავე სახლს ბიონსეც ქირაობდა.

 

 

* მიკი რუნი – ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ხშირად ისვენებს კალიფორნიულ სახლში, რომელმაც სახელი თავისი უნიკალური მდებარეობით გაითქვა. ვილა პლაჟთანაა ახლოს და ტოპანგას კანიონითაა გარშემორტყმული, თუმცა, თუ რუნის არჩევანს გაითვალისწინებთ, არა მხოლოდ ფანტასტიკური ბუნებით, არამედ ინტერიერის ვინტაჟური დეტალებითაც შეძლებთ დატკბობას, რომლებიც ძველი ჰოლივუდის ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან.

 

 

* მერაია ქერი – მუისკოსი, რომელმაც თავისი ექსტრაორდინალური მოთხოვნებით გაითქვა სახელი, სახლის შერჩევასაც განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. შვებულებას ქერი ყოველთვის მალიბუში ატარებს ხმელთაშუა ზღვის სტილით აშენებულ სახლში, სადაც მის განკარგულებაში ოთახი საძინებელი და ოთხი აბაზანა, უზარმაზარი სასტუმრო ოთახი ბუხრით და საკუთარი ქვიშის პლაჟია.

 

 

* დენზელ ვაშინგტონი – სამაგალითო მეოჯახე, რომელსაც ოჯახთან ერთად, მშვიდ გარემოში უყვარს დასვენება, უპირატესობას მალიბუს ვილას ანიჭებს, სადაც უზარმაზარი სასადილო ოთახიდან ოკეანის ბინადრების – ვეშაპებისა და დელფინების დანახვაც კი შეიძლება.

 

 

* ემა სტოუნი – „ლა-ლა ლენდის“ ვასრსკვლავი ძირითადად ეგზოტიკურ ჰავაიზე ისვენებს „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციით აღჭურვილ ვილაზე, რომლის მართვაც კედლებში ჩამონტაჟებული პლანშეტით შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები