LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის მიმართვა (ვიდეო)

453

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მიმართავს. როგორც მიმართვაში აცხადებს, ესმის უკმაყოფილო მოქალაქეების, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა მათი მდგომარეობა, მისივე თქმით, მოქალაქეები გაბრაზებულნი არიან იმის გამო, რომ ვერ აღდგა სამართლიანობა.

“ჩვენს პირისპირ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალდეები დგანან. ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, კარგავს ხალხის ნდობას,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” ვერ მუშაობს და “მისმა რომელიმე შტომ არ ივარგა”, პირველი წავა მის წინააღმდეგ.

“მაგრამ არ შეიძლება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთავის,”- აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ.

“მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და რაც მთავარია ნებისმიერ ფასად,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ისინი ღიად გვიანონსებენ ადამიანების წამებაში და ჩაგვრაში ბრალდებლთა გათავისუფლებას.

“ეს დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია,” – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ უამრავი წარმატების მიღწევა შეძლო ხელისუფლებამ, თუმცა, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება სიდუხჭირე. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პენსიონერებისა და დევნილთა შემწეობები უნდა გაიდახედოს.

“მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!

მნდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე – მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები