LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ფიჯის ბაზარში შეძენილი ჩანთით და აქსესუარებით  (ფოტო)

49

ფიჯიზე ვიზიტის მეორე დღეს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლისთვის საკმაოდ დატვირთული გამოდგა. დილა ჰარიმ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრით დაიწყო, მოგვიანებით კი მეუღლეებმა ერთად მიონახულეს წყნარი ოკეანის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სტუდენტებს შეხდვდნენ. მეგანი კი სიტყვითაც გამოვიდა და უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხანმოკლე აღმოჩნდა მეგან მარკლის ვიზიტი ადგილობრივ ბაზარში, სადაც სასექსის ჰერცოგინიას 20 წუთი უნდა გაეტარებინა, თუმცა დაცვის სამსახურმა მას 6 წუთში ტერიტორია დაატოვებინა. ამით  განაწყენებული დარჩნენ ბაზრის თანამშრომლები, რომლებიც მეგანთან შესახვედრად სამი კვირა ემზადებოდნენ.

ამ დღეს მეგანმა არჩევანი Figue-ის ყვავილებიან კაბაზე გააკეთა, რომელიც ადგილობრივი აქსესუარებით ჰქონდა გაფორმებული. ანსამბლს კი ჩანთა და გულსაბნევი ამშვენებდა, რომელიც მეგანმა ბაზარში შეიძინა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები