LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის საქორწილო კაბის ღირებულება 556 ათას დოლარს შეადგენს

52

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერა ორ თვეში შედგება, პრესაში კი  სამეფო ქორწილის ახალი დეტალები ვრცელდება. გამოცემა “ჰარპერ ბაზარი”  The Daily Mail-ის  ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ  მეგანმა ქორწილისთვის შეარჩია კაბა, რომლის ღირებულება 400ათას ფუნტს (თითქმის 556 ათას დოლარს) შეადგენს. შესაბამისად, ცერემონიის ბიუჯეტი საერთო ჯამში სერიოზულად გაიზარდა.

ინსაიდერები ამტკიცებენ , რომ ქეით მიდლტონს ეს ამბავი სულაც არ ახარებს, რადგან  მისი საქორწილო კაბა სულ რაღაც 250 ათას ფუნტი  (347 ათასი დოლარი) დაჯდა.

როგორც გამოცემა წერს,  მეგან მარკლმა არჩევანი დიზაინერ Alexander McQueen-ზე შეარჩია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები