LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში სერიული მკვლელი ცოლ-ქმარი დააკავეს

192

მექსიკაში სერიული მკვლელები დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა 20 ქალის მკვლელობა უკვე აღიარა.

ხუან კარლოსისა და პატრისიას მსხვერპლი ძირითადად, ახალგაზრდა დედები იყვნენ. სერიული მკვლელები მათ ბავშვის იაფფასიანი სამოსის მიყიდვის შეთავაზებით, თავიანთ სახლში იტყუებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვის დროს მამაკაცმა რამდენიმე მსხვერპლის გაუპატიურებაც აღიარა.

სერიული მკვლელები ზოგიერთი მსხვერპლის სხეულის ნაწილებს ინტერნეტის საშუალებით ყიდდნენ. დაკითხვის დროს ასევე დადგინდა, რომ წყვილმა ერთ-ერთი მსხვერპლის ორი თვის შვილი სხვა წყვილს მიჰყიდა. სამართალდამცველებმა მყიდველები უკვე დააკავეს.

წყვილი მექსიკის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც გაირკვა, რომ სამ გაუჩინარებულ ქალთან სატელეფონო კავშირი ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების დროს წყვილს საბავშვო ეტლით ადამიანის სხეულის ნაწილები გადაჰქონდა. სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა ადამიანის სხეულის პოლიეთილენის პარკებში გახვეულ ნაწილებს მაცივარშიც მიაგნეს. პროკურორის თქმით, წყვილი სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ნამდვილად მოკლა თუ არა წყვილმა 20 ქალი. არსებობს ვერსია, რომ ეს შესაძლოა, სერიული მკვლელობის გაზვიადება იყოს. მექსიკის მთავარმა პროკურორმა ადგილობრივ რადიოში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დაკითხვისას სერიული მკვლელი თითოეულ შემთხვევას ერთგვარი სიამაყით ყვებოდა. ფსიქოლოგების თქმით, ეჭვმიტანილს შესაძლოა, პიროვნების აშლილობა ჰქონდეს. მის მეუღლეს კი, ფსიქიკური დაავადება დაბადებიდან აქვს.

დანაშაულების ჩადენის დროს დომინანტი როლი მამაკაცს ეკავა. ქალი მხოლოდ მითითებების შემსრულებელი იყო, გამოძიების ინფორმაციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები