LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია „სვეტს” მშენებლობის ნებართვას უახლოეს დღეებში მისცემს

86

სამშენებლო კომპანია “სვეტს” მშენებლობის ნებართვას თბილისის მერია უახლოეს დღეებში მისცემს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

გამიჭირდება იმის თქმა, როდის განაახლებს კომპანია “სვეტი” სამშენებლო სამუშაოებს. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, რომ თითქოს ნებართვების არქონის გამო იყო შეფერხებული მშენებლობა. ჩვენი სამსახურები ჩართულები იყვნენ პროცესში და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ განაახლონ მშენებლობა თუ მათ ამის რესურსი გააჩნიათ. დაზარალებულები საუბრობენ, რომ კომპანიას ეს რესურსი არ გააჩნია. თუმცა, დაველოდოთ მოვლენებს,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები