LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ორსულობის შემდეგ, ქეით მიდლტონი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

105

10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ და ქეით მიდლტონმა ბუკინგემის სასახლეში სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლეს. სამეფო სამეულმა ამ პრობლემასთან მომუშავე ადამიანები დაპატიჟეს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მესამე ორსულობის შესახებ, ეს ქეითის პირველი ოფიციალური გამოსვლა იყო. მძიმე ტოქსიკოზის გამო, კემბრიჯის ჰერცოგინიამ პირველ სასწავლო დღეს პრინც ჯორჯთან ერთად სკოლაში წასვლაც ვერ შეძლო. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ის თავის საქმეებს უბრუნდება.

მიდლტონს ცისფერი მაქმანებიანი კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და შავი ხელჩანთა ეჭირა. როგორც ყოველთვის, ის არაჩვეულებრივ ფორმაში იყო და სტუმრებს ღიმილით მასპინძლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები