LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსტელი იყიდება

88

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში მესტიაში, სეტის მოედანზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსტელი იყიდება. აუქციონი 20 მარტისთვისაა დანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 550 500 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3  წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სულ მცირე 8 ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს, რისთვისაც 300 ათასი ლარის ინვესტირება მოუწევს.

სააგენტოს ცნობითვე, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 47 811 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 80 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები