LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში – ჯეიმს აპატურაი

104

ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში საქართველო მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს.აპატურაის თქმით, საქართველოსთან მიმართებით უკვე არსებობს არსებითი პაკეტები, სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მომავალი თანამშრომლობა

 

“მე ყოველთვის ვამბობ, რომ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ასეა. თავდაცვის მინისტრთან განხილული საკითხების გარდა, განვიხილეთ შიდა პოლიტიკური საკითხები, რომელიც საქართველოში ყოველთვის საინტერესოა”- განაცხადა აპატურაიმ

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრისას მათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები