LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს უმასპინძლა

61

16 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს, ვიცე-პრეზიდენტს ტობიას ვოსს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელს სიმონე ბიულერს უმასპინძლა.

შეხვედრას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ესწრებოდა. მხარეებმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

დაგეგმილია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტისა და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის მენეჯერებთან.

შეხვედრებზე ქართული ლიტერატურული და კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების დეტალებს განიხილავენ. ასევე საუბარი შეეხება 2017 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს.

საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს.

პოპულალურები