LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 11 დეკემბერს გაიმართება

73

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, რომელიზეც გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სავარაუდოდ,  ორშაბათს , 11 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ  ინფორმაცია სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა ჟურნალისტებს მიაწოდა. მისივე ცნობით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ.

კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები