LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროავტობუსის ბლოკირებისთვის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ცხრა ადამიანი დააკავეს

29

კიევის პოლიციამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსის ბლოკირებასთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის წარმომადგენელი ოქსანა ბლიშიკი ავრცელებს. მისი თქმით, პოლიციის შენობაში ცხრა ადამიანი გადაიყვანეს. უწყებაში განმარტავენ , რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს დაკავებული ადამიანთაუმეტესობა უკვე გათავისუფლებულია

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები