LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრმა ავსტრიის ელჩს უმასპინძლა

67

26 ოქტომბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოში ავსტრიის ელჩს არად ბენკოს უმასპინძლა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. მიხეილ გიორგაძემ ავსტრიის ელჩს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით, ქვეყნის პროგრამა და სიახლეები გააცნო. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო “შემოქმედებითი ევროპის” მიმართულებით საქმიანობას. “შემოქმედებითი ევროპა” ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მლნ ევროა.

გასულ წელს, მიხეილ გიორგაძემ ავსტიელ კოლეგასთან, მემორანდუმი გააფორმა. განხორციელდება ერთობლივი პროექტები მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები